სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა-ბურჯი ეროვნებისა“ - დედაენის დღე ნაგებერაოს საჯარო სკოლაში
16-04-2021
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის, ნაგებერაოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს. 14 აპრილს სკოლის კედლებში  ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირები მოსწავლეები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნაგებერაოს საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და მშობლიური ენა.

მოსწავლეებმა, ქართული  ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის, ლიდა ზარქუას ხელმძღვანელობით, 14 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით,  ჩაატარეს ღონისძიება, სახელწოდებით: „ენა-ბურჯი ეროვნებისა". 

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ამ დღის მნიშვნელობას, ენის სიწმინდის დაცვას. წაიკითხეს სხვადასხვა პოეტთა ლექსები, მიმოიხილეს დოკუმენტური მასალა  და ასე გამოხატეს პატივისცემა ქართული ენისადმი.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

იცვლება თუ არა საჯარო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი და პროცედურები - საბჭოს წევრები დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ

„შეტევითი ხველა და სტვენითი სუნთქვა“... -  საყურადღებო სიმპტომები და კორონავირუსის მომატებული შემთხვევები

დიდ ხუთშაბათს სკოლები და ბაღები დაისვენებენ - სააღდგომო არდადეგების კალენდარი ცნობილია

13 სამაგისტრო პროგრმა, რომლებიც 120 კრედიტიანი დარჩა - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

სკოლამ დაისახა მიზნად, დიაგნოსტიკური წერები გახდეს სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება