სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღე, ტრადიციულად, მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
17-04-2021
-
+


ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით ყოველთვის აღინიშნებოდა. პანდემიის მიუხედავად, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო.  

კონკურსი სააქტო დარბაზში ჩატარდა ქვეყნის კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. 

„ქართული ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს V და VI კლასებმა (ქართულის მასწავლებელი - ს.რურუა). მხატვრული კითხვის კონკურსის მონაწილეები არჩეულმა ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო დეკლამატორები. ამ დღეს მიეძღვნა ასევე კალიგრაფიის კონკურსიც. მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სიგელები. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა (I, II, III, IV კლასები) დიდი მონდომებით და გააზრებით ლამაზად ჩაწერეს საყვარელი ლექსის სტროფები და პატარა გამოფენა მოაწყვეს თავიანთ საკლასო ოთახებში, თანაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსების მხატვრულად კითხვაში. მონაწილეებს კლასის დამრიგებლებმა სიგელები გადასცეს. სკოლაში ჩატარებულმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს იმაში, რომ ქართულ გენსა და ენას გადაშენება არ უწერია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება