| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4-დან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოში საყოველთაო უქმე დღეები გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საქართველოს მასშტაბით სკოლებიც დაისვენებენ - სააღდგომო დასვენების დღეებს, გამოცხადებული უქმეები ემატება, 12 მაისი ისედაც უქმეა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მსუყე, ორკვირიანი არდადეგები გამოსდის, რაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის გავლას კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს - ფაქტია, დისტანციური სწავლებიდან სკოლის კედლებში დაბრუნებულ მოსწავლეებს ჯერ საგაზაფხულო არდადეგები ჰქონდათ, დამატებული უქმეებით; ახლა სააღდგომო უქმეები და საყოველთაო დასვენება ემატება, ამ ფონზე კი ძნელად წარმოსადგენია ესგ-ს შესრულება, რაც კიდევ ერთ ლოგიკურ კითხვას აჩენს - გახანგრძლივდება თუ არა სასწავლო წელი?!
ამ კითხვით Etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ სასწავლო წელი არ გახანგრძლივდება; სამაგიეროდ უკვე დაიწყეს რეკომენდაციების შემუშავება სკოლებისთვის, მალე გაიწერება რამდენიმე ვარიანტი და სკოლები თავად გადაწყვეტენ, რის ხარჯზე შეასრულებენ ეროვნულ სასწავლო გეგმას.
შაბათსაც ისწავლიან თუ სამუშაო დღეებში გაკვეთილებს დაამატებენ? - ესეც გაურკვეველია, თუმცა განათლების სამინისტროში არც ერთ ვარიანტს არ გამორიცხავენ და ეს საკითხები მას შემდეგ დაკონკრეტდება, რაც სკოლებისთვის საბოლოო რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, ეს კი უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში მოხდება.ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ