სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ერთობლივი ძალებით ვუწყობთ ფეხს სიახლეების დამკვიდრებას“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
09-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

როზა გველებიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ჩიხარეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენთვის სიახლეა და ამიტომ, თავიდან ცოტა გვიჭირდა, მაგრამ ახლა ელექტრონული ჟურნალის წარმოების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. გარკვეული ხარვეზები არის, მაგრამ ერთმანეთსაც ვეკითხებით აზრს, ვუზიარებთ გამოცდილებას, ვეხმარებით... ასე რომ, მშვენივრად დავნერგეთ ელექტრონული ჟურნალი ჩვენს სკოლაში - კმაყოფილი ვარ!

თამარ თოხაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან მოგვწონს ეს სიახლე, მარტივად ვახერხებთ ელექტრონულ ჟურნალში მუშაობას... მართალია საწყის ეტაპზე იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ახლა შედარებით გამოსწორდა. უკლებლივ ყველა მასწავლებელი დატრენინგებულია და მშვენივრად ართმევენ თავს ელექტრონულ ჟურნალში მუშაობას, მეც ვაკონტროლებ სიტუაციას, ვცდილობ დავეხმარო, ვინმეს რამე არ გაუჭირდეს და ასე, ერთობლივი ძალებით ვუწყობთ ფეხს სიახლეების დამკვიდრებას სკოლის ცხოვრებაში.

აბულფათ ფაშაევი, ​ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, განჯალის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დადებითად ვაფასებ ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვას, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთან ორივე ჟურნალს ვიყენებთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, სექტემბერში უკვე ოფიციალურად სავალდებულო გახდება ელექტრონული რესურსი და შევწყვეტთ მატერიალურში მუშაობას. მარტივად აითვისეს პედაგოგებმაც და  თუ რაიმე ხარვეზია, გვაქვს დრო, რომ გამოვასწოროთ და ეს სერვისი უკეთ შევისწავლოთ.

მაგამედ მაგამედალიევი, ​ყვარლის მუნიციპალიტეტის, ჩანტლისყურის საჯარო სკოლის დირექტორი:

- რა უნდა ვთქვა, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ფეხი ავუწყოთ სიახლეებს. ჩვენს სკოლაში ჯერჯერობით სავალდებულო არ არის ელექტრონული რესურსის გამოყენება და მატერიალურ ჟურნალსაც ვაწარმოებთ;  ვფიქრობ, ეს კარგია, ვინაიდან სანამ სავალდებულო გახდება, დრო გვაქვს, კარგად შევისწავლოთ. ცოტა გაუჭირდათ მასწავლებლებს ამ უნარების ათვისება, პროგრამული ხარვეზებიც იყოს და იმედი მაქვს სექტემბრამდე დავიხვეწებით ჩვენც და ჟურნალთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზებიც ბოლომდე აღმოიფხვრება.

კონსტანტინე ცხოვრებაძე, ილია შავერდოშვილის სახელობის, ყვარლის მუნიციპალიტეტის, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი:

- თავიდან იყო  პატარ-პატარა ტექნიკური ხარვეზები, მაგრამ ახლა ძალიან იშვიათად გვაქვს ლაფსუსები. . მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან მარტივად აითვისეს პედაგოგებმა ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესები და უადვილდებათ კიდეც მასში მუშაობა. დადებითად შევაფასებდი ამ სიახლეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება