TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„აუცილებელია“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
08-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:


ბადრი ბობოხია, წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით საკმაო გამოცდილება გვაქვს - ჩვენი სკოლა ახალი სკოლის მოდელშია ჩართული და eschool - ში რომ იყო ჩაშენებული, იმ დროიდან ვმუშაობთ ელექტრონულ ჟურნალში. ყველა პედაგოგი კარგად ართმევს თავს და რაიმე სიძნელე ჩვენთვის არ ყოფილა.

ჯემალ გამრეკელიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის, უჩამბის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან კარგია, მივესალმები ელექტრონული ჟურნალის დანერგვას. უბრალოდ, ახლა ცოტა გვიჭირს ორივე ჟურნალის წარმოება, თორემ საბოლოოდ რომ დაინერგება, ეს პრობლემაც მოგვარდება. პედაგოგები მარტივად ახერხებენ მასში მუშაობას. როცა რაიმე სიახლე შემოდის, ჯერ ჩვენ ვეცნობით და შემდეგ ვუზიარებთ მასწავლებლებს.

მაკა თხელიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქვედა საქარის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დადებითად ვარ განწყობილი, ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს და მასწავლებელთა უმეტესობაც კმაყოფილია. კარგად გაერკვნენ, ჩვენც ხედვის უფლება გვაქვს, ადმინისტრირებას ვუწევთ და ყველა პედაგოგისგან დადებითი შეფასება მაქვს - კარგად აეწყნენ. შარშან იყო ცოტა პრობლემები, მაგრამ ამ ეტაპზე განსაკუთრებით მეორე სემესტრიდან, პრობლემა აღარ გვქონია.

გურამ კელენჯერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ტაბაკინის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენთან ფაქტობრივად, დანერგილია ელექტრონული ჟურნალი. არანაირი პრობლემა არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით და კარგადაც ვმუშაობთ, ასევე რომ, სიახლეს მივესალმებით.

მანანა მიქაძე, ხონის მუნიციპალიტეტის, პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენს სკოლაში სამასწავლებლოში 2 კომპიუტერი გვიდგას მასწავლებლებისთვის. თუ ინტერნეტი და დენი არის, მშვენივრად ახერხებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოებას. დღეს მაგალითად წავიდა შუქი და რაღაც პერიოდში ვერ შეავსეს. ყველას ხომ არ აქვს სახლში ინტერნეტი და ცოტა უჭირთ, თორემ ისე ძალიან კარგია, მე მივესალმები. ზედმეტ დოკუმენტომანიას ნამდვილად სჯობს. თავიდან მისი წარმოება ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიეთ. ძალიან კარგია, თავიდან სავალდებულო არ იყო თავიდან, მომავალი წლიდან კი უკვე მომზადებულები შევხვდებით.

დარიკო გორდულაძე, ვეფხია ჯიშკარიანის სახელობის, ხონის მუნიციპალიტეტის, საწულუკიძეოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- მიმაჩნია, რომ აუცილებელია ელექტრონული ჟურნალი. სხვათა შორის, პედაგოგებმა კარგად გაართვეს თავი. პირველ ეტაპზე იყო კითხვა-პასუხი და კონსულტაცია, შემდეგ კი მეტად მიეჩვივნენ და ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

კონკურსს ორგანიზება გაუწიეს ორივე კლასის ინგლისური ენის პედაგოგებმა - ნინო მელიქიძემ და სვეტლანა ბეზოიანმა

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება