სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

აპირებენ თუ არა დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე გასვლას და რას ფიქრობენ საკითხზე სკოლების ხელმძღვანელები?
08-04-2021
-
+


განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2021 წელს დირექტორობის მსურველთა გამოცდა ნამდვილად ჩატარდება, თუმცა კონკრეტული ვადების შესახებ უწყება ჯერ არაფერს ამბობს. როგორია სკოლების დირექტორების შეხედულება გამოცდებთან დაკავშირებით და აპირებენ თუ არა გამოცდაზე გასვლას - etaloni.ge სკოლის ხელმძღვანელების მოსაზრებებს გთავაზობთ:

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილაოს საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ადამია :

ჯერ არ გადამიწყვეტია გავალ თუ არა გამოცდაზე, თუმცა უფრო ვფიქრობ რომ უარს არ ვიტყვი. ზოგადად ვფიქრობ, რომ გამოცდაზე გასვლა და კომპეტენციის დადასტურება ყოველთვის მნიშვნელოვანია. მით უმეტეს მოქმედ დირექტორებს აქვთ გამოცდილება და გამოცდის ჩაბარება არ უნდა გაუჭირდეთ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღკულის საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელი ანასტასია ოქროპირიძე:

თავიდან რომ გამოცხადდა დირექტორობის გამოცდაზე რეგისტრაცია ჯერ კიდევ მაშინ დავრეგისტრირდი და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოცდა. სიმართლე გითხრათ ახლა დიდად აღარ მაქვს გამოცდაზე გასვლის სურვილი, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ბევრი წვრილმანი, თუმცა გასვლას მაინც ვაპირებ.


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სკვანის საჯარო სკოლა ენისე აბაშიძე:

დირექტორობის გამოცდა ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები ნამდვილად და იმედი მაქვს რომ წელს ეს გამოცდა ჩატარდება. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან რეხვიაშვილი:

ისეთ მდგომარეობაში ვარ რომ დირექტორობის გამოცდაზე გასვლას ნამდვილად არ ვაპირებ. რაც შეეხება ზოგადად გამოცდებისადმი დამოკიდებულებას, როცა რაღაც თანამდებობა გიკავია და პასუხისმგებლობა გაქვს ყოველთვის მზად უნდა იყო იმისთვის რომ საკუთარი კომპეტენცია დაადასტურო.


ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად ღვინჯილია:

დირექტორობის გამოცდაზე გასვლას არ ვაპირებ და ვფიქრობ რომ მოქმედ დირექტორებს ეს გამოცდა არ სჭირდებათ.


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყიშლის საჯარო სკოლა ავთანდილ მახარაძე: 

დირექტორობის გამოცდა უკვე ჩაბარებული მაქვს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გამოცდა მათთვის ვისაც სკოლის დირექტორობა სურს. აუცილებელია არსებობდეს მექანიზმი რომელიც ობიექტურად შეაფასებს პირებს და გამოცდა ამის კარგი საშუალებაა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება