| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს. უწყება 48 ახალი კადრის მიღებას გეგმავს. მონაწილე პირთა განცხადებების მიღება 2021 წლის 30 მარტიდან იწყება და 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურსის პირობები და კანდიდატისთვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს: საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან; ნასამართლობის არმქონე; სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით; სახელმწიფო ენის მცოდნე; სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
შრომის ანაზღაურება: 750 ლარი (დარიცხული).
ვაკანსია გამოცხადდა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
თბილისი - 20 ვაკანსია
მცხეთის მუნიციპალიტეტი
სოფელი ძეგვი - 2 ვაკანსია
სოფელი ძალისი - 2 ვაკანსია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
სოფელი თხილნარი -2 ვაკანსია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
სოფელი მერია -1 ვაკანსია
სენაკის მუნიციპალიტეტი
სოფელი ნოსირი - 1 ვაკანსია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
სოფელი ინგირი -1 ვაკანსია
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ამბროლაური - 2 ვაკანსია
ონის მუნიციპალიტეტი
ონი - 1 ვაკანსია
კასპის მუნიციპალიტეტი
სოფელი აღაიანი - 1 ვაკანსია
მარნეულის მუნიციპალიტეტი
მარნეული - 2 ვაკანსია
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ბოლნისი - 2 ვაკანსია
სოფელი ქვემო ბოლნისი - 1 ვაკანსია
წალკის მუნიციპალიტეტი
წალკა - 2 ვაკანსია
დმანისის მუნიციპალიტეტი
სოფელი ირგანჩაი -2 ვაკანსია
ყვარლის მუნიციპალიტეტი
სოფელი ჭიკაანი -1 ვაკანსია
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
გურჯაანი -1 ვაკანსია
თელავის მუნიციპალიტეტი
სოფელი წინანდალი -1 ვაკანსია
სოფელი ყარაჯალი - 2 ვაკანსია
ახმეტის მუნიციპალიტეტი
სოფელი ქისტაური - 1 ვაკანსია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
სოფელი აფენი - 1 ვაკანსია
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
დაბა ბაკურიანი -1 ვაკანსია
საბუთების წარდგენა:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge
კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;
მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა 2 თვე;
მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 სასწავლო წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.
დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრების ფორმისა და დროის, კონკურსის შედეგების თაობაზე მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ