სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„30 წელია ასწავლის და მოსწავლეებს მეგობრებად მიიჩნევს“- გაიცანით, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ საამაყო პედაგოგი მარინა მეგრელიძე
22-03-2021
-
+


ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი საზოგადოებას ისტორიის წარმატებულ პედაგოგს, კათედრის ხელმძღვანელ მარინა მეგრელიძეს აცნობს.

etaloni.ge სკოლის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მშობლებიც პედაგოგები ჰყავდა, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესი ცოცხალ მასალაზე დაყრდნობით მიჰყავდათ. სწორედ მათგან მოხდა ქალბატონი მარინას მოტივირება, გამხდარიყო სწავლაზე ორიენტირებული პედაგოგი. 

სკოლაც და უნივერსიტეტიც წარჩინებით დაასრულა; იმარჯვებდა ოლიმპიადებსა და საერთაშორისო კონფერენციებში; 

უკვე 30 წელია ასწავლის. მოსწავლეებს მეგობრებად მიიჩნევს და ამბობს, რომ თითოეული მათგანი აძლიერებს და მოტივაციას უზრდის. 

მისი მოსწავლეებიც ხშირად აღწევენ წარმატებებს; ასევე, ხშირად ეხმიანებიან ყოფილ მასწავლებელს და მადლობას უხდიან ხარისხიანი ცოდნისთვის; 

„ახალი სკოლის მოდელი“ მასწავლებელს სწავლების პროცესისადმი ინდივიდუალური მიდგომის დიდ საშუალებებს აძლევს, რაც სამომავლო წარმატების გარანტად მიაჩნია. 

მარინა მასწავლებლის მიზანია, თითოეული გაკვეთილი იყოს საინტერესო და დასამახსოვრებელი, რაც აუცილებელია მაღალი შედეგის მიღებისთვის. 

სკოლა „პროგრესს“ ეამაყება მარინა მასწავლებელი! ჯანმრთელობას და მრავალი ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებს მას“, - აღნიშნულია სკოლის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება