სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხელები შორს საქართველოსგან“ - მცხეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პროექტი განახორციელეს
19-03-2021
-
+


მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით პროექტი განახორციელეს.

სკოლის ინფორმაციით, პედაგოგ თამარ კობიაშვილის ხელმძღვანელობით, IX-X-XI კლასების მოსწავლეებმა პროექტი, სახელწოდებით „ხელები შორს საქართველოსგან“ გააკეთეს.

„პროექტი მიეძღვნა რუსული ოკუპაციის 100 წლისთავს. პრობლემა უაღრესად მწვავე და აქტუალურია, რადგან ჩვენი სახელწიფოს ჩრდილოელი მეზობლის იმპერიული ზრახვების გამო, დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული და ანექსირებულია. გარდა ამისა, დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია და ყოველდღიურად ვკარგავთ ქართულ მიწა-წყალს.

პროექტის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს მიეღოთ სრული ინფორმაცია საქართველოს მიმართ განხორციელებულ რუსულ აგრესიაზე და გაეთავისებინათ ის ტკივილი, რასაც ოკუპაცია ჰქვია;  ჩამოეყალიბებინათ თავისი ხედვები პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:

23 თებერვალი „ხელები შორს საქართველოსგან“ პროექტების პრეზენტაცია - კონკურსი;

24 თებერვალი - ნახატების გამოფენა „არა ოკუპაციას“;

25 თებერვალი - ლექცია დისკუსია „ოკუპაციიდან ოკუპაციამდე“;

25 თებერვალი - თომა ჩაგელიშვილის ფილმი „პირველი რესპუბლიკის აღსასრული“ ჩვენება/განხილვა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება