სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უფროსკლასელები მასწავლებლების ნაცვლად - სამრეკლოს საჯარო სკოლაში ორიგინალური გაკვეთილები ჩატარდა
19-03-2021
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სამრეკლოს საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციადქცეული პროექტი არსებობს პროექტი - „დუბლიორი 2021“, სადაც მოსწავლეები პედაგოგებისა და დირექტორის ფუნქციებს ასრულებენ და ამით კიდევ ერთხელ, ნათელი ხდება, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დიდი სიყვარული აერთიანებს. „დუბლიორი 2021“ ამჯერად, ოდნავ სახეცვლილი ფორმით, თუმცა მაინც ჩატარდა და მის შესახებ დეტალურადაა საუბარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სამრეკლოს სასკოლო საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში:

„გვსურს, იმ საოცარ დღეზე გიამბოთ, რომელსაც სამრეკლოს საჯარო სკოლაში „დუბლიორი 2021“ ჰქვია - პანდემიით ოდნავ სახეცვლილი, მაგრამ შეუცვლელი სიყვარულით, მონდომებითა და მაღალი პასუხისმგებლობით.

სკოლაში დღე დაიწყო დუბლიორი დირექტორისა და სასწავლო ნაწილის ადრიანად მისვლით. გასაოცარი იყო ის, თუ როგორ გათვალეს სასწავლო პროცესისთვის საჭირო თითოეული დეტალი, განაწილებული და შესრულებული შესასვლელში ჩატარებული თერმოსკრინინგითა და მორიგეობით, დამრიგებლობის ფუნქციითა და საგნის მასწავლებლით. როგორც მოგვიანებით თავად აღნიშნეს, მასწავლებლის საქმე შრომატევადი, საპასუხისმგებლო და თან სასიამოვნო ყოფილაო.

მთელი დღის განმავლობაში სიხარულით შევცქეროდით X,XI,XII კლასელების საქმიან სახეებსა და სიამაყით ვივსებოდით. სასწავლო პროცესი წარიმართა სრულყოფილად, ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით. გაკვეთილების ბოლოს, მარიამ კვანჭილაშვილმა და შოთა ყოჩიაშვილმა სიურპრიზი მოუწყვეს მასწავლებლებსა და დუბლიორებს. ითქვა - ტკბილ დღეს ტკბილი დასასრული უნდა ჰქონდესო და ასეც მოხდა - ის ემოციური სიტყვები, რომელიც მოსწავლეებმა წარმოთქვეს, კიდევ დიდხანს გაგვყვება საზრდოდ და სტიმულად, რათა კვლავ ერთგულად ვემსახუროთ ისეთ დიდებულ საქმეს, რასაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია.

განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექციას - ქალბატონ მაკა ჯანაშვილსა და თამარ ჩიხლაძეს (თანადგომისა და წამახალისებელი სერტიფიკატებისთვის), თითოეულ პედაგოგს უპირობო მხარდაჭერისთვის... დაბოლოს, იმ ქვეყანას, სადაც მასწავლებელსა და მოსწავლეს ერთურთისა და ცოდნის სიყვარული აერთიანებს, დიდი მომავალი აქვს!

გვეამაყებით. გამარჯვებულებს გევლოთ!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება