სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იწყება მუშაობა „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესზე“, რომელიც სქემასა და სხვა დოკუმენტებს გააერთიანებს
17-03-2021
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ დოკუმენტზე მუშაობას იწყებს და სფეროთი დაინტერესებულ პირებთან - დირექტორებთან, მასწავლებლებთან, რესურსცენტრებსა და განათლების ექსპერტებთან შეხვედრებს გეგმავს.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობით, აგრძელებს მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულყოფას:

როგორც იცით, დაგეგმილია „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. შესაბამისად, ცენტრი იწყებს საქმიანობას აღნიშული დოკუმენტის შექმნის მიზნით. აქვე შეგახსენებთ, რომ „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ გააერთიანებს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასა“ და მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს.

აღნიშული წესის ამოქმედებამდე, ცენტრმა დაგეგმა სქემის დანერგვის პროცესის შეფასება, რათა დროულად მოხდეს არსებული რისკების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკის შენარჩუნება და ხარვეზების გამოსწორება.

სქემის დანერგვის პროცესის შეფასება მოიცავს:

მასწავლებელთა, სკოლის დირექტორთა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას (ფოკუსჯგუფებს, ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ ფორმატში);

დაინტერესებული პირების/ექსპერტებისა და ორგანიზაციების ჩართვას როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე;
ონლაინ შეხვედრებსა და გამოკითხვებს.

შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემუშავდება „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ საბოლოო ვერსია“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწვევს თანამშრომლობისთვის დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს: info@tpdc.ge.

როგორც ნახეთ, მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის საუბარი დოკუმენტის მიღების კონკრეტულ ვადებზე. მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ რეგულირების სქემის შემუშავებაზე უწყებაში ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში ალაპარაკდნენ და წლის ბოლოს დოკუმენტი უკვე უნდა ამოქმედებულიყო. დაპირება იყო, რომ რეგულირების წესში ყველა დოკუმენტი იქნებოდა გაერთიანებული, თუმცა მაშინ დოკუმენტი არ დამტკიცებულა. 2019 წლიდან 2021 წლამდე კი მასწავლებლებისთვის არაერთი სიახლე და ცვლილება შევიდა კარიერული წინსვლის სქემაში. შეიცვალა პროფესიული სტანდარტები გაუქმდა კრედიტები და მასწავლებელთა სქემაში სპეცმასწავლებელიც აღიარეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება