სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო! - იხილეთ რატომ უნდა აირჩიოთ 18-წლიანი გამოცდილების მქონე სკოლა
16-03-2021
-
+


ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო! - რატომ უნდა აირჩიოთ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - GAHS?

GAHS - არის ადგილი, სადაც მოსწავლეები იღებენ საუკეთესო ხარისხის განათლებას ამერიკული სტანდარტებით აღჭურვილ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში. რა უპირატესობები აქვს სკოლას და რას სთავაზობს მოსწავლეებს? გაეცანით ადმინისტრაციის ინფორმაციას:

„ჩვენი 18 - წლიანი გამოცდილების მქონე სკოლის უპირატესობებია:

  • ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა არის TOEFL და SAT გამოცდების პროვაიდერი საქართველოში. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ემზადებიან აღნიშნული გამოცდებისთვის და შემდეგ მშობლიურ გარემოში აბარებენ მათ.
  • ინგლისურის სწავლების მხრივ სკოლას მინიჭებული აქვს მაკმილანის (Macmillan education) აფილირებული ორგანიზაციის წევრობა. ინგლისური ენა შეისწავლება (კვირაში 10 სთ) ელექტრონული პლატფორმებით აღჭურვილი სახელმძღვანელოებით, რომელთაც აქვთ უნიკალური კოდები.
  • მათემატიკის სტანდარტზემოთ სწავლება მიმდინარეობს სკოლის დირექტორის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, მამუკა მესხიშვილის, სპეციალური პროგრამით. აღსანიშნავია, რომ მის მიერ მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია ვიკიპედიის 8 კატეგორიაში.
  • სკოლა არის ამერიკის მათემატიკური საზოგადოების Mu Alpha Theta-ს წევრი, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ ამერიკაში გამართულ ყველა სახეობის მათემატიკურ კონკურსში.
  • STEM-ის საგნები ჩვენს სკოლაში ისწავლება გაძლიერებული პროგრამებით. სკოლას გამოცემული აქვს მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის 4 საკუთარი სახელმძღვანელო. ეს ოთხტომეული განკუთვნილია საოლიმპიადო და საკონფერენციო მომზადებისთვის.
  • „ბიზნესი’’, „მეცნიერება’’ და „საზოგადოება’’ ისწავლება ინგლისურ ენაზე IB სახელმძღვანელოების გამოყენებით.
  • სკოლა არის საერთაშორისო ოლიმპიადების - IJSO, კონფერენციების INTEL ISEF და გამოფენების - MILSET საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ჩვენი მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ  ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებებში. აქ მოპოვებული დიპლომები კი მათ არსებითად ეხმარება უცხოეთში სასწავლო გრანტის მოპოვებაში.
  • ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა არის IMUNA-ს (გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია) პარტნიორი. ყოველწლიურად ჩვენი მოსწავლეები ახალგაზრდა დიპლომატების როლში წარდგებიან ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში.
  • აღნიშნულ პროგრამებს სკოლაში უძღვებიან საუკეთესო პედაგოგები, რომელთა უმრავლესობას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს მინიჭებული. შედეგიც თვალსაჩინოა - აბიტურიენტთა ჩარიცხვების მაჩვენებლით სკოლა საუკეთესოა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის უნივერსიტეტებში.
  • სკოლა მნიშვნელოვან როლს ანიჭებს არაფორმალური განათლებას. ფუნქციონირებს მრავალფეროვანი სპორტული, სახელოვნებო და ლიტერატურული კლუბები. ჩვენი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ პოპულარულ სატელევიზიო პროექტებში.
  • სკოლა განთავსებულია ამერიკული სტანდარტების შენობაში, აღჭურვილია საუკეთესო ტექნიკით და, რაც მთავარია, აქვს საუკეთესო ეზო - ტყე-პარკი ასწლოვანი კვიპაროსებით.
  • 2021-2022 სასწავლო წელს გადასახადი შეადგენს:

I-IV კლასებისთვის - 6000 ლარი

V-IX კლასებისთვის - 6700 ლარი

X-XII კლასებისთვის -  7500 ლარი

  • სასწავლო გადასახადი ითვალისწინებს მრავალ შეღავათს, მათ შორის დედმამიშვილებსა და წინასწარ ერთიან გადახდაზე. წარჩინებული მოსწავლეებისთვის მოქმედებს სასწავლო გრანტების სისტემა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:

  • https://www.facebook.com/GeorgianAmericanHs
  • gahs.edu.ge

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, თავისი 18 - წლიანი გამოცდილებით გელით თქვენ!

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე ( https://forms.gle/8inbjLWWUshaXed87) და დაგიკავშირდებით.


იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება