სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებისა და უმაღლესების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესში ცვლილებები შევიდა
16-03-2021
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დებულება ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობებს, აკრედიტაციის, აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის, უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების პროცედურას და სააპელაციო საჩივრის განხილვის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესებს.

აკრედიტაცია არის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სისტემატური თვითშეფასების პროცესის დამკვიდრებას და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას. თვითშეფასებას ახორციელებს დაწესებულება საკუთარი საქმიანობის შეფასების წესის შესაბამისად და ადგენს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

ერთი სააკრედიტაციო განაცხადი ითვალისწინებს ერთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით გადის მხოლოდ ერთ კვალიფიკაციაზე. ამასთანავე, ერთი სააკრედიტაციო განაცხადი შესაძლებელია ითვალისწინებდეს:

ა) მაგისტრატურის ისეთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით გადის ერთი და იმავე დეტალური სფეროს ფარგლებში არსებული სწავლის სფეროების გათვალისწინებით, ერთზე მეტ, მაგრამ არაუმეტეს სამ კვალიფიკაციაზე, გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა;

ბ) მასწავლებლის მომზადების ისეთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით ითვალისწინებს მასწავლებლის მომზადების დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში საგნების სწავლების მეთოდიკის მოდულების სწავლებას.

ამ ბრძანებით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრებისა და სააპელაციო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა გავრცელდეს 2022 წლიდან დანიშნულ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულ წევრებზე და სააპელაციო საბჭოს წევრებზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება