სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სავალდებულო გაკვეთილების ჩატარების დრო შეზღუდულია - ახალი სქემით, როდემდე აქვთ დრო წამყვან მასწავლებლებს
16-03-2021
-
+


მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურებას პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ავალდებულებს. იანვარში არაერთმა პედაგოგმა სტატუსი გარედაკვირვებით აიმაღლა და მათ სავალდებულო გაკვეთილების ჩატარებაც ევალებათ, ოღონდ ამისთვის გარკვეული დრო აქვთ განსაზღვრული.

როდის უნდა ჩაატაროს წამყვანმა მასწავლებელმა სავალდებულო გაკვეთილები - სასწავლო წლის ბოლომდე თუ მომავალი სასწავლო წლიდან? - ამ კითხვით Etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მიმართა.  

საქმე ის გახლავთ, რომ სქემის მიხედვით, ახალი სასწავლო წლის დასრულებამდე, ყველას უნდა ჰქონდეს ჩატარებული სავალდებულო გაკვეთილები:

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უფროსი მასწავლებლის შემთხვევაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდება 3 და მეტ გაკვეთილს (საჭიროებიდან გამომდინარე), წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში - არანაკლებ 2 გაკვეთილს, მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში კი - არანაკლებ 1 გაკვეთილს“.

შესაბამისად, იანვარშივე, სკოლას წესით მასწავლებლებისთვის ახალი ხელშეკრულებები უნდა გაეფორმებინა, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა ვალდებულება, რომელიც სტატუსის ცვლილებას ახლავს და სავალდებულო გაკვეთილებიც, რომელსაც ხარისხის მართვის ჯგუფი დააკვირდება, მასწავლებლებმა სასწავლო წლის ბოლომდე ანუ 15 ივნისამდე უნდა ჩაატაროს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება