სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რამდენი სავალდებულო გაკვეთილი უნდა ჩაატარონ სტატუსიანმა მასწავლებლებმა? - შეხსენება პედაგოგებს
09-03-2021
-
+


უფროსმა, წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა სავალდებულო გაკვეთილები უნდა ჩაატარონ, რომელსაც დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი შეაფასებს, - ამის შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში წერია.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი უნდა დააკვირდეს მასწავლებლის საქმიანობას, მათ შორის, საგაკვეთილო პროცესს, შეაფასოს და მისცეს განმავითარებელი უკუკავშირი.

სკოლის დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უფროსი მასწავლებლის შემთხვევაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდება 3 და მეტ გაკვეთილს (საჭიროებიდან გამომდინარე), წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში - არანაკლებ 2 გაკვეთილს, მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში კი - არანაკლებ 1 გაკვეთილს.

გარდა ამისა, პედაგოგი ვალდებულია, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაიაროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინკურსები.

უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგების ხანგრძლივობა 20 საათია, წამყვანი მასწავლებლებისთვის - 12 საათი, მენტორები კი - 6 საათი.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება