სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ღირსეული თაობა გვეზრდება“ - მანდაეთის საჯარო სკოლის დირექტორი სიმონ ჩაჩანიძე
08-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის დირექტორის, სიმონ ჩაჩანიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა... 

- თუ როგორ უნდა შევებრძოლოთ მოულოდნელად წარმოქმნილ სიძნელებს; ამასთან, მოგვცა რწმენა და სიმტკიცე იმის, რომ არ არსებობს დაუძლეველი წინააღმდეგობა.
  
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- დასწრებული სწავლება შეუცვლელია და არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ ამასთან აუცილებელია, ინტერნეტით ურთიერთობა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, რაც გვასწავლა და დაგვანახა მოულოდნელად წარმოქმნილმა პანდემიამ.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელი როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის არც თუ ისე კარგი წელი იყო თავისი სირთულეებითა და პანდემიით წარმოქმნილი გამოწვევებით. მრავალი გამოწვევების წინაშე დააყენა საგანმანათლებლო დაწესებულებები, თუმცა სწორი და გონივრული მართვით, მალე დაიძლევა ყველა სირთულე და გამოწვევა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- დიდია მასწავლებლების წვლილი პანდემიის მიერ გამოწვეული სირთულეების დაძლევაში. მიხარია მასწავლებლების კეთილსინდისიერი, საქმიანი და დაუღალავი ჩართვა დისტანციური სწავლების პერიოდში თითოეულ მოსწავლესა და მათ მშობელთან.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- კარგად დავინახეთ, რომ გვყავს და გვეზრდება ღირსეული ახალგაზრდა თაობა, რამეთუ ამ სირთულის პერიოდში გამოჩნდა მათი შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და მიზანსწრაფულობა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ჩვენი მოსწავლეების მშობლებს ვთხოვდი, კიდევ უფრო მეტად დაუდგნენ სკოლას გვერდით და რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ თავიანთი შვილების ტრადიციული, ქრისტიანული, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ალბათ, როგორც ყველა, სულ უფრო და უფრო ვფიქრობ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ ირგვლივ წარმოქმნილი ყველა სირთულე და გამოწვევა, რომ ჩვენმა საქართველომ თავისი ძლიერებით და ერთიანობით ღირსეული კუთვნილი ადგილი დაიკავოს მსოფლიოს თანაცხოვრებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება