სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი პედაგოგთა რეგისტრაციას იწყებს - საგამოცდოდ მოსამზადებელ ტრენინგებს სპეციალურ მასწავლებელს სთავაზობენ
01-03-2021
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს სპეციალურ მასწავლებელთა საგამოცდოდ მოსამზადებელ ტრენინგებზე რეგისტრაციას. 

პირველი მარტის 10:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათამდე მიმდინარეობს რეგისტრაცია მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად, აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის.  

რეგისტრაცია

„იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრიორიტეტს წარმოადგენს სისტემაში მომუშავე სპეციალური განათლების მასწავლებელთა მხარდაჭერა, მასწავლებლის სახლის ტრენერები და კონსულტანტები მასწავლებლებს იმ საყურადღებო თემების მიმოხილვას შესთავაზებენ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალური განათლების მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია.

მასწავლებლებს შეუძლიათ იხილონ სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტექსტის აღწერა: naec.ge

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სპეციალურ მასწავლებლებს შესთავაზებს სხვადასხვა ტიპის რესურს (ტრენინგი, ვებინარი), რომელიც დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში და კომპეტენციის დადასტურებაში.

სპეციალურ მასწავლებელთა საგამოცდოდ მოსამზადებელი ტრენინგისთვის გამოცხადდება რეგისტრაცია მასწავლებლის სახლის ვებ გვერდზე. (ტრენინგის გავლის უფლება აქვთ იმ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს, რომელნიც დარეგისტრირდებიან სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე).

ვებინარების სერია აგებულია რეალისტურ ხედვაზე და ემსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გავრცელებულ, ხშირად წამოჭრილ პრობლემებზე პასუხის გაცემას.

სპეციალისტები შესთავაზებენ სპეციალური განათლების მასწავლებლებს იმ სასწავლო ლიტერატურის და სამუშაო რესურსების მიმოხილვას, რომლებიც ამჟამად ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო რესურს სივრცეში“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გზამკვლევები მასწავლებლებისთვის ინკლუზიური განათლებაში:

სწავლების უნივერსალური დიზაინი, დიფერენცირებული მიდგომები, განვითარების და სწავლის თეორიები:

სასკოლო კულტურა და პოზიტიური კლიმატი პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა სასკოლო , საკლასო და ინდივიდუალურ დონეზე:

კლასის მართვა, მიდგომები და სტრატეგიები, სოციალური უნარებისა და კომპეტენციების სწავლება:

მოსწავლის შეფასება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა:

მშობლის როლი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, თანამშრომლობა სასკოლო სივრცეში, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი გუნდი სკოლაში:

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ტრანზიცია:

დამატებითი რესურსები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება