| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

3 მარტს საქარველოში დედის დღე აღინიშნება და ოფიციალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული. შესაბამისად, სკოლებში სასწავლო პროცესი არ წარიმართება, მასწავლებლები და მოსწავლეები კი დაისვენებენ.
დედის დღე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა… დედის დღეს საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა, 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს 46-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.
ცნობისთვის, დედის დღის შემდეგ, სკოლებში 8 მარტიდან 15 მარტამდე საგაზაფხულო არდადეგებია, რაც ნიშნავს, რომ სკოლები ერთი კვირით დაისვენებენ.
საჯარო სკოლებში არდადეგებისა და დასვენების დღეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამისი კანონით წინასწარ არის განსაზღვრული. რაც შეეხება კერძო სკოლებს, იქ სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.
2020-2021 სასწავლო წელს სწავლის ხანგრძლივობა 170 დღეს მოიცავს. I სემესტრი 74 სასწავლო დღეს შეადგენს, II სემესტრი კი - 96 სასწავლო დღეს.
I კლასი სასწავლო წელს 27 მაისს დაასრულებს, XII კლასი - 20 მაისს, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი - 15 ივნისს. რაც შეეხება არდადეგებს, ზამთრის არდადეგები დაიწყება 30 დეკემბერს და გაგრძელდება 14 იანვრის ჩათვლით, საგაზაფხულო არდადეგები კი - 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით.
ასევე დაგაინტერესებთ:
2020-2021 სასწავლო წლის კალენდარი - არდადეგების განრიგი და უქმე დღეების ჩამონათვალი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ხეები დარგეს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად