სიახლეები
ინტერვიუ

პარიზული სტუდენტური ცხოვრება - ინტერვიუ სორბონის მაგისტრატურის სტუდენტ ნანა რევიასთან
11-10-2016
-
+


ნანა რევია ერთ-ერთი ქართველი სტუდენტია, რომელმაც მაგისტრატურის გაგრძელება უცხოეთში, კერძოდ, პარიზში გადაწყვიტა. ერთი წლის წინ, 2015 წელს, ჩააბარა საფრაგეთში, სორბონის უნივერსიტეტში, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე. 

ფრანგული ენის სწავლა ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო და მას შემდეგ უნივერსიტეტშიც მეორად პროფესიად სწორედ ფრანგული ენა და ლიტერატურა აირჩია.  

„ფრანგული ენის სწავლა სკოლაში დავიწყე, რამაც გადამაწყვეტინა საფრანგეთში სწავლის დაწყება. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ მოგვიანებით, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოვახერხე.“ - აღნიშნავს ნანა.  

1.როგორია საფრანგეთში სტუდენტური ცხოვრება ? 
უცხო ქვეყანაში, პირველ რიგში დამოუკიდებლობას ეჩვევი, რადგან სრულიად მარტო გიწევს პრობლემებთან გამკლავება. სასწავლო პროცესს რაც შეეხება, ერთ სემესტრში უფრო მეტი საგნის გავლა გიწევს, ვიდრე საქართველოში. სასწავლო წლის ხანგრძლივობაც ნაკლებია, 5-5 კვირა ორი სემესტრის განმავლობაში.   

2.სწავლასთან ერთად, თუ მუშაობ?
სწავლის პარალელურად ვმუშაობ ნახევარ განაკვეთზე, რაც საკმაოდ დამღლელია სწავლასთან ერთად. ხშირად 8 საათზე ვიწყებ ლექციას, შემდეგ სამსახურში მივდივარ და იქიდან უნივერსიტეტში ვბრუნდები. პარიზი საკმაოდ ძვირი ქალაქია და დამოუკიდებელ სტუდენტებს, საკმაოდ რთული გზის გავლა უწევთ.  

3.არიან შენს ფაკულტეტზე ქართველი სტუდენტები?
არა, ჩემს ფაკულტეტზე არ სწავლობენ სხვა ქართველები. უნივერსიტეტში სწავლის პირველ წელს 400 კაციანი სია გულისყურით წავიკითხე ქართველის აღმოსაჩენად, თუმცა ვერავინ ვიპოვე. რაც ჩემთვის სამწუხარო ფაქტია.  

4.როგორია სწავლის დონე?
სწავლების დონე საკმაოდ მაღალია, რადგან სორბონის უნივერსიტეტი ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, პროფესორთა კვალიფიციურობა და მათი კარიერული გზა.   

5.რთულია სორბონის უნივერისტეტში სწავლა?
იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო წლის ხანგრძლივობა მოკლეა, ხოლო საგნების რაოდენობა კი ბევრი, სწავლა ნამდვილად სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამასთან ერთად, სწავლა გიწევს არამშობლიურ ენაზე. ენის ცოდნის მაღალი დონეც უნდა გქონდეს, ესეც შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად. ამასთან ერთად კონკურენციის გაწევა გიწევს ფრანგ სტუდენტებთან, რაც საკმაოდ რთულია. 

ნანას კიდევ ერთი ერთი წელი დარჩა მაგისტრატურაზე. სორბონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.  

„ძალიან მომწონს აქაურობა, ხალხი, ქვეყანა, მაგრამ საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. იმედია, ჩემი პროფესიით სამსახურს ვიპოვი და საკუთარი თავის რეალიზებას მოვახდენ.“- აღნიშნავს ნანა. 




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ტესტების მაქსიმალური ქულები, სწორი პასუხები და შეფასების სქემები საგნების მიხედვით ცნობილია - NAEC მოსწავლეებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

„უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით, საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა“

ფაკულტეტები და მისაღები ადგილების რაოდენობა უმაღლესების მიხედვით - სრული ჩამონათვალი ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეთა წარმატება საამაყოა სკოლისა და ოჯახისთვის

მოსწავლეებმა მიიღეს საჭირო და პრაქტიკული რჩევები

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება