სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს პოეზიის საღამოებს უმართავს - გაიცანით მუხრან მაჭავარიანის თანამემამულე პოეტი
03-11-2017
-
+


„ისეთ მცირერიცხოვან ერს, როგორიც საქართველოა მხოლოდ განათლებული თაობა გადაარჩენს.  პოეზია და  ხელოვნება სწორედ ის გზაა, რითაც ახალგაზრდა თაობებმა ცხოვრებისეული ბილიკები უნდა გაიკვალონ და ქვეყნის საკეთილდღეოდ იშრომონ დღედაღამ“ - ასეთია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორის, მარინე ცარციძის ხედვა მომავლის შესახებ.

მარინე ცარციძე საკმაოდ პოპულარული პოეტია. იგი ლექსებს ბავშვობიდან წერს და მისი შემოქმედება არაერთ გამოცემაშია დაბეჭდილი. დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი etaloni.ge-ს საკუთარი შემოქმედების შესახებ ესაუბრება.

„ლექსების წერა ბავშვობიდან დავიწყე, უფრო მეტად პატრიოტულ თემაზე ვწერ. ჩემი შთაგონება სამშობლოა. ჩემი ქალაქი, საქართველო...“

- როგორც ვიცით სოფელ დარჩელში თქვენს შემოქმედებას კარგად იცნობენ, თქვენი ლექსები სხვადასხვა გამოცემებშიც კი არის დაბეჭდილი...

- ჩემთან სოფელში გვქონდა გაზეთის რედაქცია, გამოდიოდა გაზეთი „დარჩელი“ და ჩემი შემოქმედებაც იქ იბეჭდებოდა. შემდეგ გამოვეცით ჟურნალი „დარჩელი“ და ლექსები ამ ჟურნალშიც დავბეჭდეთ. ასევე გამოდიოდა ჟურნალი „ანაკლია“, გამოვეცით წიგნი „დარჩელი“- ყველა ამ გამოცემაში ჩემი ლექსებია გამოქვეყნებული.

კრებული არ გამომიცია რიგი მიზეზების გამო. ჩემს შემოქმედებას მოსწავლეებს ადრე უფრო ვუკითხავდი, ბოლო დროს ჩემს ძალას და ენერგიას უკვე მათი შემოქმედების გაცნობას ვუთმობ.

- ვინ არის თქვენი საყვარელი პოეტი?

- ჩემი საყვარელი პოეტია მუხრან მაჭავარიანი. მისმა ლექსებმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შემოქმედებაზე. მუხრან მაჭავარიანი საჩხერედან არის, მეც იქიდან ვარ. ამიტომ მის შემოქმედებას ჩემს ცნობიერებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

- იცნობენ თუ არა თქვენს შემოქმედებას დარჩელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და რას ურჩევდით თქვენი სკოლის მომავალ პოეტებს, შემოქმედებით ადამიანებს?

- მოსწავლეები ჩემს შემოქმედებას იცნობენ. სკოლაში გვაქვს გახსნილი თეატრალური და ხელოვნების წრეები. ვმართავთ პოეზიის საღამოებს, სადაც მოსწავლეები საკუთარ ნააზრევს მიზიარებენ, ეს წუთები ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია. ვცდილობ, რომ ბავშვებს წიგნი, პოეზია და ხელოვნება შევაყვარო. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.

მოსწავლეებს ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება ბევრი იკითხონ, რადგან ასეთ მცირერიცხოვან ერს, როგორიც ჩვენ ვართ, მხოლოდ განათლებული თაობა თუ გადაარჩენს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ უყვარდეთ საქართველო და არც ერთ სხვა ქვეყანაში არ გაცვალონ საკუთარი სამშობლო.

საქართველო ერთად უნდა ავაყვავოთ და მჯერა, რომ განათლებითა და მონდომებით ჩვენ ამას შევძლებთ ...

ფოტოების სანახავად მიჰყევით ბმულს


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო აღმოჩნდა - დეტალები 

რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

სტიპენდია 1000 ლარი ხდება - ვის ეხება ცვლილება

პედაგოგების ნაწილს საგნის გარდა, დამატებით გამოცდის ჩაბარება უწევს - მინისტრის ბრძანება მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილებებს ეხება

რა ცვლილებები შევიდა უმაღლესი განათლების კანონში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

​უღრმესი მადლობა, ბესო კობახიძეს მასპინძლობისთვის“

ეს იყო დღე, რომელმაც ერთდროულად გააერთიანა სიხარული, სიამაყე და განშორების ცრემლები

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოადგინეს პროგრამის ძირითადი შესაძლებლობები

თითოეულმა მოსწავლემ თავისი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ცოდნისა და წარმატების გზაზე

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება