| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N90 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მანანა ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით, საახალწლო ონლაინ ზეიმი გამართეს.
„ალბათ ყველა თქვენთაგანი დამეთანხმება, რომ ყველაზე მეტად პირველკლასელებს გაუჭირდათ დისტანციურად „სკოლაში სიარული“. არ გამართლდა მათი მოლოდინი, რომ ჩანთა მოკიდებულები სკოლაში შეძლებდნენ სიარულს, გაიცნობდნენ თანაკლასელებს, გაიჩენდნენ ახალ მეგობრებს, გაიცნობდნენ და შეიყვარებდნენ მასწავლებლებს.
სამწუხაროდ ყველაფერი პირიქით მოხდა. მასწავლებლებიც და თანაკლასელებიც პირველად კომპიუტერის ეკრანზე ნახეს.
მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა Iა კლასის დამრიგებელმა, მანანა ბეგიაშვილმა მოახერხა პატარების გახარება და ონლაინ საახალწლო ზეიმი ჩაუტარა.
გამოპრანჭული პატარები ნაძვის ხის წინ საახალწლო ლექსებითა და სიმღერებით ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს.
ჩვენც გილოცავთ პატარებო შობა-ახალ წელს და მოუთმენლად გელოდებით სკოლაში“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა