სიახლეები
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგის, მადიმი დოლაკიძის ორგანიზატორობით, კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსები ჩატარდა
04-01-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მადიმი დოლაკიძის ორგანიზატორობით, დისტანციურ რეჟიმში კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსები ჩატარდა.

„ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. მონასტრებში მოღვაწე კალიგრაფები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქართული ანბანის გრაფიკულ მოხაზულობას და სხვა დეკორატიულ ელემენტებს. კალიგრაფია ხელობად ითვლებოდა. თანამედროვე ეპოქაში, როცა ხელით წერის ტრადიცია ნელ-ნელა მნიშვნელობას კარგავს და მას სულ უფრო ხშირად კომპიუტერი ენაცვლება, აუცილებელია ამ ტრადიციის წახალისება და საზოგადოებისათვის მისი მნიშვნელობის შეხსენება. ბევრი ადამიანი წერს ლამაზად და ეს საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი. ამიტომაც გადავწყვიტე ამ უმოქმედობის „ჟამს ჟამიანობისას“ ფართო საზოგადოებას გავაცნოთ „ლამაზი ხელის“ მქონე ადამიანები.

დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულმა კონკურსებმა, ბევრმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. სულ საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო ასამდე ნაშრომი. ის ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ კონკურსების მიმდინარეობას აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ კონკურსანტების მიერ შესრულებული კალიგრაფიის ნიმუშებისადმი. ბევრი საუკეთესო ხელწერა აღმოვაჩინეთ, რომლებიც ნამდვილად დაამშვენებდა ხელნაწერთა მუზეუმს. მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის დიდოსტატებისა და სხვა ნომინაციებში გვყავს გამარჯვებული მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც.

კონკურსი განხორციელდა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში. ( ორგანიზატორი ღვანკითის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადიმი დოლაკიძე) კონკურსის მიზანი იყო : ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

მხატვრული კითხვის კონკურსი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციასა და მოზარდებში სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. მოტივაცია იყო მაღალი, კონკურსანტები დაუყოვნებლივ ითხოვდნენ შედეგების გამოცხადებას. და აი შედეგებიც დაიდო: ნომინაციაში „კალიგრაფიის დიდოსტატი“ გამარჯვებულია ჯგალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა მიქავა. გთავაზობთ მის რამდენიმე ნაშრომს.














ნომინაციაში „კალიგრაფიის დიდოსტატი“ გამარჯვებულია განძის მეორე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე მერი გარიბიანი. იხილეთ მისი ნაშრომები:





ნომინაციაში „კალიგრაფიის ოსტატი“ გამარჯვებულია ღვანკითის საჯარო სკოლისა და ქუთაისის მეათე საჯარო სკოლის პედაგოგები ელისო ჩიქოვანი და მარინა მესხი.

იხილეთ მათი ნაშრომები:





სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები არიან ასევე :
ჭიკაანის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ეკატერინე ხარაზიშვილი.






არაგვისპირის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე გიორგი წიკლაური






ღვანკითის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მარიამ გავაშელაშვილი





ცერონისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანი გელაშვილი



არაგვისპირის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სალომე ჩოხელი



განძის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ჰაიასტან ჰახვერდიანი



ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე სალომე ჩიტორელიძე





ღვანკითის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანანო ასათიანი





ღვანკითის საჯარო სკოლის მეათე მოსწავლე მარიამ ცერცვაძე



კალიგრაფიის კონკურსში მოწონებების მიხედვით ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვა ცერონისის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ლინდა ტარუაშვილმა, სიგელი გადაეცა ასევე კონკურსში მონაწილეობისათვის ღვანკითის საჯარო სკოლის მეცხრე ლასის მოსწავლეს, ზურა გავაშელაშვილს .
მხატვრული კითხვის კონკურსში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები არიან : ღვანკითის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სოფიო პერანიძე, მეათე კლასის მოსწავლე ბარბარე ხაჭაპურიძე, მერვე კლასის მოსწავლე ანანო ასათიანი და ითხვსის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ნინო დვალაშვილი.

კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსებში ნომინაციების მიხედვით გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სტუ აღარ გაერთიანდება თსუ-სთან - პრემიერის გადაწყვეტილება

„ჩნდება საერთო ინტერესები, ემოციური ბმა მშობელსა და შვილს შორის, რაც ვფიქრობ, ტექნოლოგიების საუკუნეში ძალიან დიდი მიღწევაა“

„ცვლილება ზიანს აყენებს მასწავლებლის პროფესიის ისედაც მყიფე რეპუტაციას“-მასწავლებელის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას ილიაუნი ეხმაურება

„მოსწავლეზე მოძალადე პედაგოგი სკოლაში დატოვეს, მე გამათავისუფლეს“ - N24 სკოლის ყოფილი დირექტორი, გიორგი კაკაბაძე საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება

სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება