| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წლის 1-ლი სემესტრი ორიგინალურად დაასრულა. მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის ონლაინ ფორმატით თამაში - „ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა.
ინტელექტუალური შეჯიბრი სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი კათედრის ინიციატივით გაიმართა. ორგანიზატორი იყო ისტორიის პედაგოგი დავით ინაური, მხარდამჭერები - ლეილა ჩიტაური, ლალი მურაჩაშვილი, გვანცა გვიმრაძე და ნინო კოლოტაშვილი.
„შეჯიბრება წარიმართა ორ ტურად. მოსწავლეებმა პასუხი გასცეს 15-15 კითხვას, მეორე ტურში საუკეთესო შედეგის ოთხი მოსწავლე გადავიდა, სადაც მათ ჰქონდათ გადანაწილებული კითხვები სხვადასხვა საგნიდან. 1-ლი ადგილით სკოლის ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე გახდა მე-8 კლასის მოსწავლე ნიკა ძაბახიძე, მე-2 ადგილზე გავიდა ელზა გნოლიძე (მე-8კლასი). მე-3 და მე-4 ადგილები გადაინაწილეს მაია გვიმრაძემ და ოთარ რაზმაძემ (მე-9 კლასი). შეჯიბრება ძალიან ორიგინალური და საინტერესო იყო, შესვენების დროს მოსწავლეებმა გაიხსენეს სასწავლო პროცესის დროს კურიოზები, შემოგვთავაზეს პაროდიები. ყველა ძალიან კმაყოფილი იყო და აღინიშნა, რომ ნებისმიერი გამოწვევა დაძლევადია“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად