სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე გასულ წელს აფასებს და სკოლის პედაგოგთა და მოსწავლეთა მიღწევებზე საუბრობს
31-12-2020
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე გასულ წელს აფასებს და სკოლის პედაგოგთა და მოსწავლეთა მიღწევებზე გვიამბობს. დირექტორი ასევე ყველას ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს.

სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში, კოვიდ პანდემიის გამო, 2020-2021წლის I სემესტრში სწავლება დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობდა, მიუხედავად ონლაინ სწავლების თავისებურებებისა, რომელსაც უკვე გარკვეულწილად ფეხი აუწყეს როგორც პედაგოგებმა, ასევე მოსწავლეებმა, მოსწავლეთა უმეტესობისთვის წარმატებით დასრულდა.

"სკოლაში არსებული საგნობრივი კათედრები მუშაობდნენ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით, რომელიც ითვალისწინებდა ონლაინ თავისებურებებს, სთავაზობდნენ მოსწავლეებს სახალისო დავალებებს და სხვა.

ეს სემესტრი განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველ კლასელებისთვის, ონლაინ სწავლების ფორმატში მათ დაიწყეს  წერა-კითხვა, ისწავლეს მასწავლებლის და ერთმანეთის მოსმენა, შეძლეს ელექტრონული რესურსების გამოყენება, არანაკლებია მშობლის ჩართულობა და მათი კმაყოფილება როგორც სწავლის ხარისხით, ასევე შეთავაზებული სერვისებით.

წარმატებით დასრულდა გარე დაკვირვება ახალსოფლის საჯარო სკოლაში, 7-მა აიღო ოთხი კრედიტი, მეორე სემეტრიდან სკოლას ეყოლება 7 წამყვანი და 33 უფროსი მასწავლებელი.

კურსდამთავრებულთაგან ორმა მოსწავლემ - ხატია კახიძემ  და ხატია ლეონიძემ აიღეს ოქროს მედლები.

პროექტი „ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში 2 მოსწავლე ელოდება საჩუქრის მიღებას.

2020-2021 სასწავლო წლიდან სკოლა ჩართულია პროექტ ,,ახალი სკოლის მოდელში" განათლების რეფორმის მორიგი ეტაპის პროექტი ,,ახალი სკოლის მოდელი" აქტიურად მიმდინარეობს ახალსოფლის  საჯარო სკოლაში, მასში ჩართულია მთელი პედაგოგიური კოლექტივი, შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, სრულდება კომპლექსური დავალებები, ლიდერობის მიმართულებით დაიწერა საინტერესო პროექტი, ტარდება ტრენინგები და სხვა“,-აღნიშნავს ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე.

მიუხედავათ იმისა,რომ პანდემიამ მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის  საჯარო სკოლის მასწავლებლები, მათ მაქსიმალური ძალისხმევის ხარჯზე წარმატებულად დაძლიეს დისტანციური სწავლების სირთულეები და იმედოვნებენ, რომმეორე სემესტრში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

დირექტორი ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს მომავალ თაობას, მასწავლებლებს, მშობლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც განათლების სისტემაშია ჩართული, უსურვებს წარმატებებსა და პროფესიულ წინასვლას ცხოვრებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“

„ახალმა რეგულაციებმა როგორც პედაგოგებში, ასევე მშობლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია“

სკოლები
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება