სიახლეები
სკოლები

თბილისის N214 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა „ონლაინ კონცერტი“ ჩაატარა
31-12-2020
-
+


თბილისის N214 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა, ლალი ალექსიძემ პლატფორმა teams-ის გამოყენებით „ონლაინ კონცერტი“ ჩაატარა.

„ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ ამ რთული დროების გამო დაზაფრული ბავშვებისათვის, რით გამეხალისებინა და გამელამაზებინა სემესტრის შემაჯამებელი ბოლო გაკვეთილები და მოვიფიქრე ასეთი რამ, ბოლო ვირტუალური შეხვედრა, ნაცვლად გაკვეთილისა, ყოფილიყო - სიხარულის, სიყვარულის და პოზიტიური ემოციების ერთმანეთისთვის გაზიარების საათი, მე მას პირობითად „ონლაინ კონცერტი“ დავარქვი, დიახ, არ მოგესმათ. ცოტა ძნელად დასაჯერებელია, როგორ უნდა ჩაატარო „თიმსში“ კონცერტი და თან ონლაინ, მაგრამ მე ეს შევძელი და მიხარია რომ ამდენი სცენას, სიმღერას, ცეკვას, ხალხმრავლობას მოწყურებული მოსწავლე გავახალისე! იდეაც ხომ მხოლოდ ეს იყო...

წინასწარ გავუგზავნე ინგლისურ და ქართულ ენოვანი საახალწლო სიმღერები რომლებიდანაც უნდა აერჩიათ, ან მათთვის სასურველი მოემზადებინათ ვთხოვე რომ გამოწყობილიყვნენ სადღესასწაულოდ, მხიარული სამოსით, საახალწლო მორთულობით და ფონად ჰქონოდათ ნაძვის ხეები, ასევე ვთხოვე წარმოედგინათ საახალწლო ლექსები.
... ვერც კი წარმოიდგენთ რა მოხდა! ამდენი გახარებული სახე, ოვაციები ამ იდეის გარშემო გაერთიანება, მიწერ-მოწერა ჩემთან და შეთანხმება,
- მას, შეიძლება ეს ვიმღერო?!
- მას, შეიძლება ორი ლექსი ვთქვა?
- მას, მე ორივე მოვამზადე ლექსიც და სიმღერაც...
- მას,როგორ მიხარია
- მას, ცოტა დიდი ხანი გავაგრძელოთ რაა...
- მას, ხშირად ჩავატაროთ ხოლმე რაა...
დიახ ! ეს მოხდა ! ჩავატარეთ შესანიშნავი ღონისძიებები. ძალიან დიდი შრომისა და
ენერგიის ხარჯზე მაგრამ ჩავატარეთ! ჩემი ორივე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის
მოსწავლეებმა, მოამზადეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები, ზოგმა ფონოგრამით, ზოგმა
აკაპელაში ზოგანაც ასე ონლაინ ვუკრავდი ფორტეპიანოზე,. სიმღერებს, საცეკვაოებს ,
ერთმანეთს ვამხნევებდით და
თითოეული ნომრის შემდეგ ვაჯილდოვებდით აპლოდისმენტებით, ჩემი თხოვნით რამოდენიმე ცეკვაში ჩავრთე მოსწავლეთა მშობლებიც, რისთვისაც თითოეულ მათგანს უდიდეს მადლობას ვუხდი, მშობლის როლი სასწავლო პროცესში ჩართულობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ასევე უკლებლივ ყველას სათითაოდ ვთხოვე ეთქვა ჩვენთვის თუ რა უნდა რომ მოუტანოს 2021 წელმა... იცით, უამრავი მათგანის
ნატვრა და სურვილი იყო ის, რომ დასრულდეს პანდემია და ყველანი დავბრუნდეთ სკოლაშიო, ის, რონ კორონა აღარ იყოსო, ის, რომ ჯანმრთელად ვიყოთო, ის, რომ ერთმანეთის ჩახუტება შეგვეძლოსო, არ შეგვეშინდეს ახლოს ყოფნისო.... მოკლეეედ ! ! !
ეს იყო ემოციების კორიანტელი ჩემთვის!
ეს იყო მათი სიხარულისაგან გაბრწყინებული თვალების ზეიმი ჩემთვის! 

განსაკუთრებულად დიდი მადლობა დირექტორს ქალბატონ თამარ შუბლაძეს სასწავლო ნაწილს ქალბატონ ხათუნა მამაცაშვილს, ყველა დამრიგებელს, რომლებმაც მოინდომეს, გამონახეს დრო, რომ დამსწრებოდნენ ონლაინ კონცერტებზე. ძალიან დიდი მადლობა თითოეული მოსწავლის მშობელს.
და რაც მთავარია მადლობა ბავშვებო თქვენ, თქვენი ბედნიერი, მზესავით კაშკაშა სახეები ღირს ყველაფრად!

დიდი მადლობა თითოეულ ჩემს კოლეგას, თქვენ ისეთივე გმირები ხართ, როგორც ექიმები, დიახ! ჩვენც ვართ ფრონტზე...და ეს ყველამ უნდა იცოდეს.. დიდი მადლობა ყველას, იჯანმრთელეთ, იხარეთ, იმრავლეთ, ბედნიერ, მშვიდობიანი, ნაყოფიერი 2021 წელი გქონდეთ“,- აღნიშნავს პედაგოგი ლალი ალექსიძე.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ვაჟა-ფშაველას ლექსი და გურამ რჩეულიშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან პირველი აბიტურიენტები გამოვიდნენ

სოციალურ საწარმოში მეორადი ქაღალდი გარდაიქმნება ხელნაკეთ, სასარგებლო პროდუქტად

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები 3 და 4 ივლისს ჩაატარებენ

ლევან ღირსიაშვილი წინა წლებში იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე

ილია ჭავჭავაძე და გივი გეგეჭკორი ქართულის გამოცდის მეორე სესიაზე

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება