სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზვარეს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი ონლაინ პლატფორმის საშუალებით გამართეს
31-12-2020
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის დაწყებითი (I-IV ) კლასის მოსწავლეებმა, პანდემიისა და ონლაინ სწავლების მიუხედავად, 30 დეკემბერს გამართეს საახალწლო ზეიმი.

კლასის ხელმძღვანელი ლეილა გორგილაძე გახლავთ.

საახალწლო ზეიმი გაიმართა საგანმანათლებლო პლატფორმა teams-ის გამოყენებით. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ამავე სკოლის დირექტორი გოჩა გათენაძე და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ნანა შარაძე, რომლებმაც პატარებს მიულოცეს დამდეგი ახალი წელი და დამრიგებელსა და მშობლებს აქტიურობისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს.

„მიუხედავად ონლაინ სივრცისა მოსწავლეები სადღესასწაულო სამოსში იყვნენ გამოწყობილნი და საკუთარ სახლებში მოწყობილი ჰქონდათ საახალწლო კუთხე. პატარებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები: „თოვლის ფანტელები“ და „თეთრი ციდან ფიფქი ცვივა“. ერთმანეთს ენაცვლებოდა ცეკვა და სიმღერა.

მასწავლებლის კითხვაზე თუ რა საახალწლო სურვილი ჰქონდათ, მოსწავლეთა პასუხი იყო სკოლაში
დაბრუნება და სწავლის იქ გაგრძელება.

საახალწლო მილოცვებში ჩაერთნენ მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც ლეილა მასწავლებელს საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიების დასასრულს თოვლის პაპა ესტუმრა, რომელმაც მიულოცა ახალი წელი და პატარებს
წარჩინებული სწავლა და თავიანთი სურვილების ასრულება უსურვა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჩვენს აქტიურ ლეილა გორგილაძეს, რომელმაც გაულამაზა ჩვენს
მოსწავლეებს დღევანდელი დღე და შეუქმნა საახალწლო განწყობა. ჩაატარა ულამაზესი საახალწლო
ზეიმი ონლაინ სივრცეში და ბავშვებს სურვილების ასრულება შეჰპირდა თოვლის ბაბუის სახით“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება