სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღებთან მიმართებაში სამინისტრო ცვლილებას აანონსებს - შეიქმნება სტატისტიკური მონაცემების ბაზა
30-12-2020
-
+


„განათლების სამინისტროს მოტივაციაა სკოლამდელი განათლების ხარისხი გაიზარდოს, ამ მიმართებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ძალიან ბევრია გასაკეთებელი და მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - ეს განცხადება განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც გამოვიდა ინიციატივით, სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაცის ვადები კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.

ეკატერინე დგებუაძემ ასევე აქცენტი გააკეთა იმ საკითხზე, რომ როდესაც ბაღიდან ბავშვი მიდის სკოლაში, სკოლას არ აქვს მოზარდზე ინფორმაცია, განსაკუთრებით კი მისი განვითარებისა თუ შესაძლებლობების შესახებ; ამიტომ, როგორც დააანონსა,  შეიქმნება სტატისტიკური მონაცემების ბაზა, სადაც მოხდება ამ ინფორმაციის დამუშავება:

„ამ ეტაპზე გამოცხადებულია კონკურსი, ჩატარდება კვლევა და გვექნება ანალიზი ბაღებთან მიმართებაში; როცა ბავშვი გადადის, სკოლაში ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ამ დროს, მასწავლებელი არ იცნობს მოსწავლეს. ამიტომ უნდა არსებობდეს ეს ინფორმაცია და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადავდგით. ადრეული განათლების განვითარება არის პრიორიტეტი“, - დასძინა ეკატერინე დგებუაძემ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება