სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პედაგოგი ლემა ბერაძე სასწავლო წელს აჯამებს და მოსწავლეებს ახალ წელს ულოცავს
28-12-2020
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პირველი კლასის დამრიგებელი ლემა ბერაძე დამდეგ 2021 წელს ულოცავს თავის მოსწავლეებსა და კოლეგებს და მათ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და საკლასო ოთახებში დაბრუნებას უსურვებს. სასწავლო სემესტრის დახურვას კი საახალწლო ონლაინ ღონისძიებას გეგმავს.

„დაგეგმილი გვაქვს საახალწლო ღონისძიება ონლაინ რეჟიმში მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად. გვექნება მუსიკალური ნომრები და სხვადასხვა აქტივობები, ვნახოთ რა გამოგვივა.

მინდა ახალი 2021 წელს ჩემს მოსწავლეებს და კოლეგებს ვუსურვო, მშვიდობა და ჯანმრთელობა. ვუსურვებდი დავბრუნებოდით ჩვენს საკლასო ოთახებს და კვლავ ხელჩაკიდებული გვევლოს დასვენებებზე ჩვენს მოსწავლეებთან ერთად“, - გვითხრა ბერაძემ.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, გაოცებულია იმ შედეგით რომელსაც მან პირველ კლასელებთან მიაღწია, რომ ონლაინ სწავლების პირობებში შეძლო მათთვის წერა-კითხვა ესწავლებინა.

„საოცრად კარგი მოსწავლეები მყავს, პირველი კლასის დამრიგებელი ვარ და გაგიკვირდებათ რამდენი რამ ისწავლეს ონლაინ რეჟიმში. რამდენს მიაღწიეს ერთ სემესტრში ასე დისტანციურად. სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ოდესმე შეიძლება პირველი კლასის მოსწავლეებისთვის დისტანციურად მესწავლებინა წერა და კითხვა. რა თქმა უნდა, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ახლა ნამდვილად საოცარი შედეგი გვაქვს და ძალიან ვამაყობ მათი მიღწევებით. ძალიან მონდომებული მოსწავლეები არიან და ძალიან აქცევენ ყურადღებას ჩემს შენიშვნებს და რჩევებს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იმ შედეგს მივაღწევდი რომელიც ახლა გვაქვს“, - აცხადებს ლემა ბერაძე.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება