სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა გააკეთა განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის პანდემიის პირობებში - მიხეილ ჩხენკელმა 2020 წლის პროექტები წარადგინა
27-12-2020
-
+



საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობასა და სკოლებში დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვაზე, რისთვისაც ამ პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობა და, პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად გავაგრძელეთ სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კოლეგა უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

ჩვენ სკოლებში წარმატებით დავნერგეთ დისტანციური სწავლება: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შევთავაზეთ და ავამოქმედეთ მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მოდელი – განმავითარებელი შეფასება. ამასთან, განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, პირველ არხთან თანამშრომლობით დავიწყეთ „ტელესკოლა“, რომელიც უნიკალური საგანმანათლებლო პროექტია“ - განაცხადა მინისტრმა.

დისტანციური სწავლების პროცესის სრულყოფის კუთხით მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონმა დისტანციური სწავლება განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარა. მისი თქმით, სამინისტროს ინიციატივით, დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი და პირველი სემესტრის სასწავლო ფორმატი ეპიდვითარების შესაბამისად, რეგიონების მიხედვით, განისაზღვრა. გარდა ამისა, მოსწავლეების მშობლებს დისტანციური სწავლების ფორმატის არჩევის შესაძლებლობა მიეცათ, ხოლო მასწავლებლებისთვის, რომელთაც მოუწიათ ორმაგი დატვირთვით მუშაობა, სამინისტრომ დამატებითი ანაზღაურება უზრუნველყო.

მინისტრმა გამოყო სკოლებში ჰიგიენურ-სანიტარული პირობების გაუმჯობესების საკითხი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სწავლის დაწყებამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა, შეფასდა მათი მზაობა, რეაბილიტირდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილი და სკოლები აღიჭურვა  საჭირო ჰიგიენური საშუალებებით.

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით აღნიშნა მასწავლებლების როლი პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და განათლების უწყვეტობის შენარჩუნების პროცესში და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის.

პრეზენტაციის ფარგლებში, განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებაში ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების დისტანციური ფორმით მიწოდებაზე, დისტანციური სწავლების  არაერთი მხარდამჭერი პროგრამის განვითარებასა („iსკოლა“ და „ვებსკოლა“) და მასწავლებლებისთვის ჩატარებულ ვებინარებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ის პროექტი, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა, იქნება გრძელვადიანი და აუცილებლად დარჩება საგანმანათლებლო სისტემაში.

რაც შეეხება განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სკოლებში დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პლატფორმის “Minecraft Education Edition”-ის დანერგვა, რაც თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს და სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. Minecraft-ის საპილოტე პროექტში საქართველოს მასშტაბით 100-მდე მასწავლებელი და 1500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად მაღალი შეფასება მისცა კორპორაცია Microsoft-მა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ხოლო ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა, COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა.


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

ვის სჭირდება დოკუმენტების მიტანა გამოცდების ეროვნულ ცენტრში და რა ვადებში - დეტალური ინფორმაცია 

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება