სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეები და მათი მშობლები შემოქმედებით და სახალისო აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულნი
25-12-2020
-
+


თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლება საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მათ ბევრ მრავალფეროვან და საინტერესო რესურსს სთავაზობენ. სკოლის ადმინისტრაცია სასწავლო წელს აფასებს და აღნიშნავს, ონლაინ სწავლებაში დადებითის პოვნა არ აღმოჩნდა რთული.

„უდაოა, რომ დისტანციური სწავლება დღევანდელი რეალობის განუყოფელი და განმსაზღვრელი ფორმაა. სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ , დირექტორ ნაზი ნადირაძის ხელმძღვანელობით, დაუღალავად, შემართებითა და მოტივაციით უძღვება ამ რთულ პროცესს. სწავლების დისტანციური ფორმა დამღლელი რომ არ იყოს, დაწყებითი კლასების პედაგოგები სახალისო სიახლეებსა და აქტივობებს სთავაზობენ აღსაზრდელებს. მედალს ორი მხარე აქვსო და როგორც ყოველთვის, ამ ეტაპზეც, სკოლა - ლიცეუმ ,,ცოდნას“ გუნდმა, ერთობლივად შეძლო მედლის დადებითი მხარის პოვნა. საყოველთაო სტრესის პირობებში, ჩვენი სკოლის აღსაზრდელები და მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი შემოქმედებით და მხიარულ აქტივობებში.

პირველი კლასის მოსწავლეებმა  ვიდეო რგოლით წაიკითხეს შესწავლილი ასო-ბგერები, საახალწლო ლექსები, გააკეთეს შემოქმედებითი პრეზენტაცია საკუთარი ნახატებისა წელიწადის დროებთან დაკავშირებით; გეომეტრიული ფიგურებით შექმნეს სახალისო აპლიკაციები; მიიღეს მონაწილეობა პროექტში „პატარა პრეზენტატორები“ თემით: „ჩემი საყვარელი ხილი“.

მეორე კლასის მოსწავლეებმა სახალისო ვიდეო გამოწვევით გააცოცხლეს ანდაზები; შესწავლილი ნაწარმოებებიდან  აარჩიეს სასურველი ლექსი, მოთხრობა და შექმნეს შესაბამისი ნახატი და აფიშა; მიიღეს მონაწილეობა კალიგრაფიის კონკურსში, ასევე პროექტში: „მასტერ შეფი - მათემატიკაში“. ხელოვნების გაკვეთილზე  მარტივი გეომეტრიული ფორმების გამოყენებით შექმნეს მატარებელი; სხვადასხვა მასალით დაეუფლნენ ძერწვის ტექნიკას და გამოძერწეს სახალისო თოვლის ბაბუები;

მესამე კლასის მოსწავლეებმა შესწავლილი მასალით გააკეთეს დიორამა; ნახატებით გააცოცხლეს ნაწარმოების გმირები; სახალისო პროექტის „ჩემი პორტრეტის“ ფარგლებში, შექმნეს სახალისო აპლიკაციები; მიიღეს მონაწილეობა კალიგრაფიის კონკურსში, შექმნეს ულამაზესი „ჰერბარიუმი“.

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მეორე და მესამე კლასების აღსაზრდელებმა ერთობლივი პროექტით გაიხსენეს პოეტი ანა კალანდაძე  და მის იუბილეზე წაიკითხეს ლექსები კალანდაძის შემოქმედებიდან.

მეოთხე კლასის მოსწავლეები თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში გაეცნენ დიდი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას და მისი მხატვრული ენა  გააცოცხლეს საკუთარ ნამუშევრებშიც; მიიღეს მონაწილეობა პროექტებში : „გამოჩენილი ქართველი მეფეები და გმირები“; „მე მიყვარს ჭადრაკი“. მე და საზოგადოების პროგრამის ფარგლებში გააკეთეს სარეკლამო ვიდეო რგოლები.

აღსანიშნავია რუსული ენის კვირეულის ფარგლებში საახალწლო ლექსების მხატვრული პრეზენტაცია.

ინგლისურის კათედრა დაუღალავად მუშაობს მოსწავლეებთან სხვადასხვა თემებით, გვახალისებენ მრავალფეროვანი ვიდეო რგოლებითა და ნახატებით: „ჩემი ოჯახი“, „მე და სამზარეულო“, „ჩემი საუზმე“, „საშობაო განწყობა”, „ახალი წლის აღნიშვნა“, „ფერადი სათამაშოების სამყარო“.

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“, დირექტორ ნაზი ნადირაძის ხელმძღვანელობით, მომავალშიც გეგმავს საინტერესო სიახლეებს,  მოსწავლეებსა და მშობლებს, სრულიად საქართველოს უსურვებს ჯანმრთელობასა და მხნეობას!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება