სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის გუნდმა პროექტში -„ეს ქვეყანა შენია!“ წარმატება მოიპოვა
22-12-2020
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის გუნდი „მეორესკოლელები“ პროექტში „ეს ქვეყანა შენია!“ საუკეთესო სამ გუნდს შორის მოხვდა. პროექტში მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს ინდივიდუალურად გადაეცათ სმარტფონები და სხვა სუვენირები.

„ჩვენი სკოლის გუნდმა „მეორესკოლელები“ ღირსეული გამარჯვება მოიპოვა პროექტის „ეს ქვეყანა შენია!“ სუპერფინალში და ქვეყნის მასშტაბით 3 საუკეთესო გუნდში მოხვდნენ.

პროექტს ახორციელებდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის ფარგლებში კონრად ადენაუერის ფონდის პატრონაჟითა და ევროკავშირის ეგიდით.

გუნდის წევრები იყვნენ მოსწავლეები: თორნიკე კუხიანიძე (7/დკლასი, დამრიგებელი მარინე რუსაძე), მარიამ შავგულიძე, მარიამ ხვედელიძე, მარიამ ბაზაძე, ანა სანდუხაძე (11/2კლასი-დამრიგებელი მაია რუსაძე), ნია ნიკურაძე (9/3კლასი-დამრიგებელი თიკო სვანიძე), გიორგი ფახურიძე (9/1 კლასი-დამრიგებელი ელისო თედორაძე).

ეს პროექტი საინტერესო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ პედაგოგებიც. ჩვენი სკოლას წარმოადგენდა პედაგოგი მარინე რუსაძე. აღსანიშნავია პედაგოგების - ბელა ხეცურიანისა და ხათუნა აფრიდონიძის, ასევე ბატონ მურად ჯიშკარიანის თანადგომა და მხარდაჭერა გუნდისადმი. გამარჯვებულებს ინდივიდუალურად გადაეცათ „სამსუნგის“ სმარტფონები და სხვა სუვენირები. ასევე, პროექტის კოორდინატორმა ბატონმა თემურ ჯალიაშვილმა სკოლას გადასცა სხვადასხვა სასწავლო მასალა და სამახსოვრო საჩუქრები. ვულოცავთ „მეორესკოლელებს“ ამ დიდ წარმატებას!“-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება