სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შევძელით მასწავლებლის ორმაგი დატვირთვის ანაზღაურება“ - განათლების მინისტრობის კანდიდატი პანდემიისას დანერგილ პროექტებზე საუბრობს
22-12-2020
-
+





საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანდემიის პირობებში ზოგადი განათლების მიმართულებით დისტანციური სწავლების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. 

„კოვიდ 19-ის პრევენციისა და განათლების უწყვეტობის მიზნით სამინისტრომ წარმატებით დანერგა დისტანციური სწავლება. დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის გამართვის მიზნით, სკოლებისთვის შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. სამინისტრომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შესთავაზა. მათ შორის Teams.

Teams-ში ინტეგრირდა პლატფორმა el.ge და ქართულად ითარგმნა მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პორტალი. გაეშვა ელექტრო ჟურნალი და მიმდინარეობს მისი სისტემური განვითარება. ტექნოლოგიების სპეციალისტები აქტიურად უწევდნენ და უწევენ კონსულტაციებს მასწავლებლებს.

ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ ვითარებაში სამინისტროსა და პირველია არხის თანამშრომლობით შეიქმნა ტელესკოლა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი არხი - პირველი არხი - განათლება.

მასწავლებლებისთვის შეიქმნა საშინაო და კომპლექსური დავალებების ელექტრო რესურსები.

პენიტენციურ დაწესებულებაში ბენეფიციარებს საგანმანათლებლო მომსახურება დისტანციურად, უწყვეტად მიეწოდებათ.

2020 წლის ივნისში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და ზოგადი განათლების კანონმა დისტანციური სწავლების ფორმა ერთ-ერთ ფორმად აღიარა. სასწავლო წლის დაწყებამდე დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი, რამაც უზრუნველყო სექტემბრიდან სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვა.

პირველ სემესტრში სამინისტრომ საზოგადოებას დისტანციური სწავლების ფორმატის არჩევის შესაძლებლობა შესთავაზა. ჩვენ შევძელით მასწავლებლის ორმაგი დატვირთვის ანაზღაურება.  

სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელდა ყველა სკოლის მონიტორინგი და მათი მზაობის შეფასება. რეაბილიტირდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილი, სკოლები აღიჭურვა საჭირო ჰიგიენური საშუალებებით. 2020 წელს დასრულდა 20 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 60 ახალი სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

მშობლების მეტი ჩართულობითა და ინფორმირებისთვის, შეიქმნა ონლაინ სკოლის მობილური აპლიკაცია“ - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება