სიახლეები
საინტერესო

რას მოუტანს თეთრი, მეტალის ხარი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს? - 2021 წლის პროგნოზი ქართველი ასტროლოგისგან
09-12-2020
-
+


როგორი იქნება 2021 წელი, რას მოუტანს ხარი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს? ვის ელოდება ბიზნესში წინსვლა? განათლების მიმართულებით წარმატება? მატერიალურ და სასიყვარულო სფეროში ცვლილებები? - ამ და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge ქართველ ასტროლოგს - ხათუნა ნოელს ესაუბრა.

დამდეგი წლის პროგნოზამდე ხათუნა ნოელი მიმდინარე რთულ წელს აჯამებს და იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც 2020 მძიმე აღმოჩნდა: 

„2020 წელი მეტად რთული წელი იყო ყველა ჩვენგანისათვის. 2021 მისგან განსხვავებით უფრო მშვიდი იქნება. 2020-ის სირთულეს ისიც განაპირობებდა, რომ წელს უჩვეულოდ ბევრი - 6 დაბნელება გვქონდა, პლიუს ეს იყო ნაკიანი წელიწადი. რა თქმა უნდა, დიდი როლი შეასრულა მძიმე ენერგეტიკის მქონე პლანეტანის თავმოყრამ თხის რქის ზოდიაქოშიც, რომელმაც განსაკუთრებით გაურთულა ცხოვრება თავად თხის რქებს, კირჩხიბებს, სასწორებს და ვერძებს. 2020 იყო ძველი ციკლების დასასრული და ახლის დასაწყისი. გარკვეულწილად ამ წელს დაწყებული ტენდენციები  მომდევნო წელსაც გაგრძელდება და განსაკუთრებით საგრძნობი ეს გაზაფხულამდე იქნება. თუმცა ბევრად იოლ ვარიანტებში, ვიდრე წელს“ - ამბობს ასტროლოგი. 

სიახლეები და ცვლილებები ამ წელს, ცოტა არ იყოს, ძნელად განხორციელებადია - ასეთია ნოელის შეფასება ახალ, 2021 წელზე:

„აღმოსავლური კალენდრით შემოსული ახალი წელი 1 იანვარს არასდროს ემთხვევა. ამჯერად თეთრი, მეტალის ხარის წელი 2021-ის 12 თებერვალს დაიწყება. ხარი დინჯი, მშრომელი და ამავე დროს, შინაური ცხოველია. ამიტომ მას უყვარს ადამიანები, რომლებიც ბევრს შრომობენ, ოჯახს და შინაურებს დიდ დროს უთმობენ, გამოირჩევიან შინაგანი უბრალოებით, ერთგულებით, ამტანობით...ხარი კონსერვატორული ხასიათისაა, აუჩქარებელი, ნელი. ამიტომ სიახლეები და ცვლილებები ამ წელს, ცოტა არ იყოს, ძნელად განხორციელებადია.

საერთოდ, მხოლოდ მზის ნიშნით ანუ ზოდიაქოს მიხედვით პროგნოზის გაკეთება ბევრ ხარვეზებს მოიცავს, და შედეგიანიც ნაკლებად არის ხოლმე. რა საკვირველია, ზუსტი პროგნოზი უნდა კეთდებოდეს არა მხოლოდ მზის გათვალისწინებით, არამედ მინიმუმ მთვარის და ასცენდენტისა მაინც. თუმცა ვითვალისწინებთ რა მკითხველის დიდ ინტერესს, მაინც მოგაწვდით მოკლე მონახაზს, თუ რა შეიძლება ელოდეთ 2021-ში  ზოდიაქოს ნიშნების სხვადასხვა წარმომადგენლებს“. 

ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის, ასეთია: 

♈ ვერძი: ძალიან კარგად შეუძლიათ გამოიყენონ ეს წელი გავლენიანი ნაცნობების მოძიებაში. მათ წელს მფარველები გამოუჩნდებათ. თეთრი ხარი ვერძებს მარტო თამაშს უკრძალავს. მიუხედავად იმისა, რომ ვერძი ლიდერია, ახლა ლიდერობა ეკრძალებათ, აუცილებელია თანამშრომლობა.

კურო: სოციალური ზრდა და კარიერაში წარმატება ელოდებათ, მათ უბრალოდ სწორი ნაბიჯების გადადგმა ევალებათ. თუმცა, რა საკვირველია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მათ მიერ განვლილ დროზე.

ტყუპები: ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის წელს განათლების საკითხი იქნება აქტუალური. ყველა ტყუპი აბიტურიენტი, განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, უპრობლემოდ მოეწყობა უმაღლეს სასწავლებელში. დიდი შანსია, რომ ტყუპების უმრავლესობა საზღვარგარეთ წავიდეს სასწავლებლად.

კირჩხიბი: გაუმართლათ, მათ არ მოუწევთ ყოფით პრობლემებზე ფიქრი. მატერიალურ კეთლლდღეობაზე მისი პარტნიორი იზრუნებს. თუმცა, ამ წელს მათ სარისკო მოქმედება ეკრძალებათ. სასურველია, უბრალოდ დაგეგმონ მომავალი წელი.

ლომი: აქვთ რისკი, რომ ის სტატუსი დაკარგონ, რაც ამჟამად საზოგადოებაში აქვთ მოპოვებული. განსაკუთრებით საფრთხილოა სასიყვარულო ავანტიურები. ლომებისთვის უკუნაჩვენებია ეს საკითხი და არავითარ შემთხვევაში არ გაბედონ და არ ჩაებან სასიყვარულო ინტრიგებში.

ქალწული: ამ წელიწადში არ გაუჭირდებათ, რასაც ხარი მოითხოვს, ქალწულებს ისედაც ბუნებრივად აქვთ - მოწესრიგებულები, მშრომელები და სადები არიან, თუმცა 2021 წელს მათი შრომა სათანადოდ არ დაფასდება. ფინანსური სარგებელი არ ექნებათ, მაგრამ გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ როგორი კრიზისიც უნდა იყოს, ისინი სამსახურს არ დაკარგავენ.

სასწორი: მათთვის, თვითპრეზენტაციის, ოჯახის შექმნისა და სიყვარულის წელიწადია. ხარი სასწორებს საკუთარი თავის გამოვლენას და საოჯახო საქმეებით დაკავებას მოსთხოვს.

მორიელი: მათთან საოჯახო თემატიკა იქნება წამოწეული, შესაძლოა შექმნას ოჯახი, აგრეთვე, მოსალოდნელია ოჯახის დანგრევაც. დღის წესრიგში დადგება სახლის შეძენა, გარემონტება ან უძრავი ქონებით ბიზნესის წამოწყება. მორიელებმა აგრეთვე დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ოჯახის ხანდაზმულ წევრებს. მოკლედ, 2021 წელს მათთვის საოჯახო საქმეები იქნება აქტუალური. თავად ხანდაზმულ მორიელებს კი შეუძლიათ მემუარები წერონ.

მშვილდოსანი: ახალი ცოდნის შეძენის აუცილებლობა იქნება წელს აქტუალური. ახალი ნაცნობობა, ახალი კონტაქტები და ბევრი სიახლე ელოდება 2021 წელს მშვილდოსანს. ამ ნიშნისთვის წელს ძველ საქმეებზე გაჩერება აკრძალულია.

თხის რქა: ეს ნიშანი 2021 წელს ფინანსების მიმართ უნდა გააქტიურდეს, თუკი აქვს რაიმე ბიზნეს გეგმა, აუცილებლად უნდა განახორციელოს, რადგან თუ თავად არ იფიქრებს დამატებით ფინანსებზე, მაშინ სამყარო იძულებით გააკეთებინებს რამე ბიზნესს, ასეთ შემთხვევაში კი შესაძლოა, კი არ მოიპოვონ, არამედ დაკარგონ კიდევაც ფინანსები.

მერწყულები: ამ წელს განსაკუთრებული და გრანდიოზული საქმე უნდა წამოიწყოს თანამოაზრეებთან ერთად. მას წარმოუდგენელი წარმატება ელოდება, იმ შემთხვევაში თუ მნიშვნელოვან და დიდ საქმეს დაიწყებს.

თევზები: სიფრთხილე, გონიერება და თავდაჭერა მოეთხოვებათ. ახლა მათი ემოციების და სენტიმენტების დრო არ არის. სჯობს გაწონასწორებულად და ლოგიკურად იაზროვნონ.

ყველას, განურჩევლად თქვენი ზოდიაქოს ნიშნებისა, წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახალწელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს, სიყვარულს, სიუხვეს და ბარაქას!!

ხათუნა ნოელი


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
სიახლეები
საზოგადოება