| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში გაკვეთილები დისტანციურად ტარდება.
ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე აღნიშნავს, რომ საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის მასწავლებლები და დირექცია მაქსიმალურად ზრუნავენ.
მოსწავლეთა მშობლები კი დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.
ტარიელ მიქელაძის თქმით, დამრიგებლებმა და მასწავლებლებმა შეუძლებელი გააკეთეს და მოსწავლეები აქტიურად ჩართეს სასწავლო პროცესში.
„ვფიქრობთ, კარგ შედეგზე გავალთ. კლასის დამრიგებლები, სისტემატიურად, კვირის ბოლოს მაწვდიან ინფორმაციას ხარვეზების შესახებ და მათ აღმოფხვრაზე ვმუშაობთ“,- ამბობს დირექტორი.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია მშობლის, დამრიგებლის, მასწავლებლის და დირექციის აქტიური კომუნიკაცია.
სკოლის მიზანია გაკვეთილების სრულყოფილად ჩატარება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა