სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თავდამსხმელის პედაგოგი დედა საზოგადოებას ბოდიშს უხდის
23-11-2020
-
+


გასულ კვირას მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის ფაქტი და თავდამსხმელის სახელი მთელმა საქართველომ გაიგო. უფრო მეტიც, მძევლების აყვანისა და წამოყენებული მოთხოვნების პარალელურად, სპეცოპერაციასაც თვალყური ყველამ ლაივ რეჟიმში მივადევნეთ. როგორც ყოველთვის, აღნიშნულ შემთხვევამაც საზოგადოებას იუმორის გამოვლენის კიდევ ერთი შანსი მისცა, თუმცა ხუმრობის მიღმა, სერიოზული პრობლემა რომ დგას, არცთუ ისე ბევრი საუბრობს. 

ჯერ კიდევ სპეცოპერაციის მიმდინარეობისა და დასრულების შემდეგაც, თავდამსხმელ ლევან ზურაბაშვილის მიმართ საზოგადეობის განწყობა ორად გაიყო, თუმცა თუ სოციალურ ქსელში გამოხმაურებებით ვიმსჯელებთ, უფრო მეტს კეთილგანწყობა გაუჩნდა. მაშინ, როდესაც, კანონის დარღვევისა და მძევლად აყვანილი ადამიანებისთვის მიყენებული სტრესი ფონზე, აღნიშნულ დანაშაულს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა უნდა მოჰყოლოდა, პირიქით, ჩვენ დამნაშავის მხარეს დავდექით და მის მოთხოვნებსაც ირონიით, მაგრამ მაინც შევუერთდით. არადა, დაუშვებელია მსგავსი დანაშაულებების რომანტიზება, რაც სამწუხაროდ, ბოლო დროს აქტიურად შეინიშნება. ეს კი უარყოფითად მოქმედებს ერთის მხრივ, ახალგაზრდების აზროვნებაზე და მეორეს მხრივ, ხელს უწყობს კრიმინალის წახალისებას. ეს კი სამართლებრივი საზოგადოების და კანონის უზენაესობის გათავისებისთვის სერიოზული ზიანია. რაც უნდა ჰუმანურ მოთხოვნებსა თუ მიზნებს ემსახურებოდეს ის - დანაშაული არის დანაშაული, დამნაშავემ კი უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებაზე.

თავდამსხმელის დაკავების შემდეგ, ფაქტი ყველას მიავიწყდებოდა, რომ არა მისი დედის ინტერვიუები, რომელიც ასევე „აიტაცა“ საზოგადოებამ. ეს კი დამნაშავის ერთგვარი გამართლების მორიგ მცდელობას წააგავს. ლევან ზურაბაშვილის დედა ლამარა ტერელიძე, რომელიც ყოფილი პედაგოგია, შვილის კანონსაწინააღმდეგო ქმედებისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის და შვილის საქციელს მძიმე ფინანსური მდგომარეობითა და ვალებით ხსნის. ამასთან, საზოგადოების მხარდაჭერის ფონზე, შვილისთვის დანაშაულის პატიებას ითხოვს:

„წამლები მჭირდება, იცით როგორ მოიმატა წამლებზე ფასმა. ნერვიულობს - შენს მეტი არავინ მყავს და შენც რომ რამე მოგივიდეს რა უნდა გავაკეთოო, მეუბნება - წამლებიო ალბათ ამიტომ თქვა, მე მარტო ხო არ ვარ ქვეყანას უჭირს.

ბოლო სამი თვე ძალიან გაგვიჭირდა. ვიხდიდით ბანკში, ჩვენ არ გვაქვს დავალიანება, მაგრამ მერე რომ არაფერი გვრჩებოდა ეს იყო ჩვენი პრობლემა. რომ ხედავდა ამას რომ არსაიდან შემოსავალი არ იყო, ეტყობა ამან ზემოქმედება მოახდინა. ალბათ, ჩვენი ეკონომიური გაჭირვება იყო მიზეზი.

ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ხალხს, ვინც ლევანი შეაწუხა. გთხოვთ მაპატიეთ მე, როგორც ერთადერთი შვილის პატრონ დედას, რომელსაც მეტი არაფერი გამაჩნია. ძალიან გთხოვთ აპატიეთ ლევანსაც, რომელსაც ბოროტებით არ გაუკეთებიათ, შემთხვევით, რაღაც სისულელე აფეთქდა მის ტვინში.

მე არანაირად არ ვამართლებ. რას ჰქვია შეიჭრა სახელმწიფო დაწესებულებაში და ხალხი შეაშინო, თუნდაც არც ლიმონკა და არც იარაღი ყოფილიყო. ძალიან მრცხვენია ამ ხალხის წინაშე “,-ამბობს თავდამსხმელის დედა.

წერეთლის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა. მან 11 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა ჯერ 2 ადამიანი გაათავისუფლა და შემდეგ კიდევ 4. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან იმყოფებოდა სპეცრაზმიც.რამდენიმე სათის შემდეგ დაახლოებით 20:00 საათზე ის დააკავეს.

საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხით დაიწყო.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როცა განათლება დღესასწაულია - izrune.ge-მ პროექტის ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ბათუმში ჩაატარა

ძლიერი სიცხის გამო დაიხურა ბაღები და სკოლები - საფრანგეთში „წითელი" დონე ამოქმედდა

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურულ-კალიგრაფიული პერფორმანსები

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს ინფორმაციის წყაროები, ისწავლეს ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გარჩევა

ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან -  ანა მეფარიშვილთან გამოთხოვება

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება