სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების მინისტრის ბრძანებას სასამართლოში ასაჩივრებენ - სადავო ნორმა კანონში, რომლის გაუქმებასაც მოითხოვენ
17-11-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

საია სადავოდ ხდის „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პირველ მუხლს. სადავო ნორმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხვედრის მსურველ აპლიკანტებს ასაკობრივი ნიშნით ჰყოფს, რის გამოც თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი აპლიკანტების სასურველ პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის შესაძლებლობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

კერძოდ, 19 წლამდე და 19-დან 29 წლამდე ასაკობრივი კატეგორიაში მყოფი აპლიკანტების გამოცდაზე მიღებული ქულა მრავლდება 1.3 და 1.1 კოეფიციენტებზე, ხოლო 29 წელს ზემოთ მყოფი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხვედრის მსურველთა ქულა რჩება უცვლელი. აპლიკანტების მიერ მიღებული ქულების კოეფიციენტებზე გადამრავლების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ერთიან სარეიტინგო სიას, რომელიც განსაზღვრავს აპლიკანტთა სასურველ პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის შედეგებს.

საია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით მოსარჩელეს ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით დაცული თანასწორობისა და განათლების უფლებები. სადავო ნორმის მიხედვით, 19 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებს ყოველთვის 23 ქულიანი, ხოლო 19-დან 29 წლამდე ასაკის კატეგორიის აპლიკანტებს ყოველთვის 9 ქულიანი უპირატესობა აქვთ 29 წლის ზემოთ მყოფი ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებთან მიმართებით. ამდენად, უფრო რეალური შანსი აქვთ მოხვდნენ მათთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე და დაეუფლონ პროფესიას. 

საიას პოზიციით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს 15-დან 29-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მყოფ აპლიკანტებში უმუშევრობის დონის აღმოფხვრა.

„უმუშევრობის აღმოფხვრა ნამდვილად წარმოადგენს დაუძლეველ სახელმწიფო მიზანს, თუმცა, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში პრივილეგია ენიჭებათ ყველა 19 წლამდე და 19-29 წლამდე აპლიკანტს, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა და კონკურენტუნარიანობისა. ასეთ პირობებში კი შესაძლოა პროგრამის გარეთ დარჩნენ ის აპლიკანტები, რომლებსაც ყველაზე მეტად შეიძლება სჭირდებოდეთ პროგრამა უმუშევრობის დასაძლევად და იმყოფებოდნენ 29 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში. სწორედ ამიტომ, სადავო ნორმა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. ამასთან, სადავო ნორმა არ არის აუცილებელი საშუალება, რადგან იგივე მიზნის მიღწევის მისაღწევად სახელმწიფოს შეუძლია პროფესიულ სასწავლებელში მიღების ისეთი სისტემა შეიმუშაოს, რომელიც სწორედ იმ ადამიანებს მიანიჭებს უპირატესობას, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ უპირატესობის მინიჭება. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტის გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს, საია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 19 წლამდე, ასევე 19-დან 29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიის აპლიკანტებს, 29 წელზე ზემოთ მყოფ აპლიკანტებთან მიმართებით პროფესიული გამოცდების ჩაბარებისას აყენებს უპირატეს მდგომარეობაში არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა (თანასწორობის უფლება) და 27-ე მუხლის პირველ პუნქტებთან (განათლების უფლება) მიმართებით“, - აღნიშნულია სარჩელის ტექსტში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება