სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებელი რომ არ ყოფილიყო, როგორ მოახერხებდა ყველასთვის თავი შეეყვარებინა“ - როგორ ემშვიდობება სკოლა გარდაცვლილ პედაგოგს?
08-11-2020
-
+


კორონავირუსით გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ამბავმა მთელი საქართველო დაასევდიანა. ირინა მიქაძისა და ლევან კაკაურიძის ტრაგიკული შემთხვევის შესახებ საზოგადოებამ მათი შვილის, მარიამ კაკაურიძის სტატუსიდან შეიტყო.

54 წლის ირინა მიქაძე კონტუათის საჯარო სკოლაში მუშაობდა, დაწყებითი კლასის დამრიგებელი იყო. მას სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა. გარდაცვლილ მასწავლებელს საკუთარი სკოლა საჯარო პოსტით გამოემშვიდობა:

„არის ხოლმე მომენტი, როდესაც ყველაზე დაუჯერებელსაც კი, გაკვირვების გარეშე შეხვდები, მაგრამ სავსებით რეალურს, შესაძლებელსა და მოსალოდნელს ვერ აცნობიერებ.

...ჩვენც ასე დაგვემართა - გავიგეთ, მაგრამ ვერ მივიღეთ, დავიჯერეთ, მაგრამ ვერ აღვიქვით.

...სათქმელად ადვილია - ირინა მასწავლებელი აღარ არის!..

...ჯერ კიდევ სტუდენტობისას 34 წლის წინ 20 წლის ასაკში შეუდგა მასწავლებლის მძიმე ხელობით შრომას და შემდეგ მთელი ცხოვრება ეს ჭაპანი ზიდა სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია, არ შეეძლო და იმიტომ... აბა, მასწავლებელი, რომ არ ყოფილიყო, როგორ მოახერხებდა ყველასთვის თავი შეეყვარებინა, მისი ამქვეყნად ყოფით ყველა გაეხარებინა და სიკეთით აევსო; იმქვეყნად წასვლით კი, ყველა აეტირებინა, სევდით შეემოსა და გული დაეწყვიტა?!

...სკოლის მერხიდან ერთ ადამიანთან ერთად მოდიოდა, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა, ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი მოუვლინათ მაგრამ, ერთობით და სიყვარულით ყველაფერი გადალახეს, ახლაც ამქვეყნიურ წუთისოფელში 2020 წლის 5 ნოემბერს, სულ ხუთი საათით დაშორდნენ ერთმანეთს შემდეგ კი, ირინა და მისი ლევანი ძველებურად შეერთდნენ და ერთად გაემართნენ იმქვეყნიურ მარადისობაში.

ირინა მას, შენს ლევანთან ერთად, ნათელი და სანთელი არ მოგკლებოდეს, ჩვენ კი, ყოველთვის გვემახსოვრებით და მოგვენატრებით!“ - წერია სკოლის ფეისბუქ გვერდზე.

იხილეთ ასევე:

რომელ სკოლაში ასწავლიდა პედაგოგი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა - ინფექციამ მისი მეუღლეც იმსხვერპლა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება