სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვიცი, რა „გადაგვარჩენს“
29-10-2020
-
+


მაკა შათირიშვილი თბილისის N161 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის წამყვანი პედაგოგი გახლავთ, ტრენინგ ცენტრ „ცოდნის“ წარმატებული ტრენერი, საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევით ინსტიტუტის ექსპერტი, საერთაშორისო დონის სერთიფიცირებული ტრენერი... სამი შვილის დედა და ახალგაზრდა ბებია. 

წამყვანი პედაგოგი აქტიურად არის ჩართული 2019 წლიდან განათლების პროექტის ფარგლებში ტრენინგ ცენტრ „ცოდნის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსში, რომელიც საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. ერთი-ერთი წარმატებული ტრენერია საქართველოში, რომელმაც 2019 წელს 6000 პედაგოგი წარმატებით გადაამზადა. ამჟამად აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის სახელით საერთაშორისო დონის კონფერენციებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

წარმატებული ტრენერი მაკა შათირიშვილი დამწყებ პედაგოგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: 

- რას ვურჩევდი მასწავლებლებს? თუ რამე არ მოსწონს სამყაროში, შეეცადოს, მისი წილი პასუხისმგებლობა ამოიცნოს. ჯანსაღი და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შესაქმნელად მთავარია, თაობის ენა იცოდე. მოუსმინო, დაფიქრდე და გააანალიზო, რა სჭირდება; მას ურთიერთობა და მხარდაჭერა სჭირდება. ეს რომ შენგან მიიღოს, ძალიან ახლობლად უნდა მიგიჩნიოს, ამიტომ მასწავლებელი უნდა დაეწიოს დროს და სივრცეს, არ უნდა გაჩერდეს... 

მასწავლებლისთვის არ არსებობს ფინიში, ცხოვრება მიქრის, დროის ცვლილებას ახალი გამოწვევები მოაქვს და შენ, მასწავლებელმა, თუ ვერ შეძელი ან უარი თქვი ამ გამოწვევებზე, იწყება ხიდჩატეხილობის ეტაპი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ამით მხოლოდ მოსწავლეს არ აზარალებთ, ამით სამყაროს მომავალს უქმნით საფრთხეს, რადგან თითოეული თქვენი აღზრდილი მოსწავლე თითო დადებული აგურია სამყაროში. უმაღლესი მათემატიკისა და გაზუთხული ფრაზების ნაცვლად, ცოდნის გამოყენება უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს, კრიტიკული აზროვნება განვუვითაროთ, პრობლემის მიჩქმალვა კი არა, მისი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრის გზების ძიება უნდა  ვასწავლოთ, ჩვენგან წასულს რომ ახალი ნაბიჯების გადადგმა შეეძლოს. მაგრამ თუ ჩვენ გვეშინია სიახლეების, თუ ჩვენ თვალს არ გავუსწორებთ რეალობას, თუ ჩვენ არ მივდივართ წინ,  მოსწავლეს მით უმეტეს ვერ გამოვუმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს, რაც ღირებულია თვითრეალიზებისთვის. 

სათქმელი და სასაუბრო ბევრი მაქვს, იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ, არამედ გავიგე და ვიცი, რა „გადაგვარჩენს“. ადრე პრობლემას მხოლოდ ერთი მხრიდან ვუყურებდი, ტრენინგებმა და უამრავ პედაგოგთან კომუნიკაციამ კი მომცა იმის საშუალება, რომ ღრმად ჩავწვდომოდი პრობლემის არსს და დამეწყო გამოსავლის ძიებაზე ფიქრი. „გამოსავალი ყოველთვის არსებობს“, მთავარია მოვინდომოთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება

რას ნიშნავს „სიქს-სევენ“, რომელსაც მასწავლებლების გასაბრაზებლად ბავშვები ხშირად იყენებენ და რატომ დააბნია მასწავლებლები მთელ მსოფლიოში

უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩარიცხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება