სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლების დაფინანსება გადავა მიზნობრივ დაფინანსებაზე“ - ბერიკა შუკაკიძე იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომლებიც იგეგმება
26-10-2020
-
+


ჩვენ ვფიქრობთ სკოლის კომპლექსურ შეფასებაზე - 5 კომპონენტით. ეს არის: სწავლა-სწავლების პროცესი, დისციპლინა, ადამიანური და ფინანსური რესურსი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ სკოლების დაფინანსება გადავა მიზნობრივ დაფინანსებაზე. 

„მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე მოქმედ ფაქტორებზე შორის, მასწავლებლის შემდეგ, მეორე ადგილზე სკოლის ხელმძღვანელობის ხარისხია. ძალიან უცნაურია, რომ სკოლის დირექტორი არც პროფესიაა და არც თანამდებობა. ჩვენ ვფიქრობთ სკოლის კომპლექსურ შეფასებაზე - 5  კომპონენტით. ეს არის: სწავლა-სწავლების პროცესი, დისციპლინა, ადამიანური და ფინანსური რესურსი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამ კომპონენტებით სკოლის შეფასება არ იქნება დასჯაზე ორიენტირებული. ჩვენ რომ მივადგეთ და დავხუროთ სკოლები, რომ ამ ხუთი კომპონენტით ვერ მუშაობენ კარგად, გამოდის ჩვენს თავს ვისჯით. როგორ შეიძლება სახელმწიფომ დასაჯოს სკოლა იმისთვის, რომ თვითონ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამიტომ ჩვენ სხვანაირი მიდგომით ვაპირებთ შესვლას. მივედით სკოლაში და თითოეულ ამ 5 კრიტერიუმს ექნება თავისი დონეები. შევაფასეთ სწავლა-სწავლების პროცესი - აქ იქნება 20-30 ცვლადი. ეს სკოლას ეცოდინება წინასწარ, გამოჭერით რომ არ მივიდეთ. დავუშვათ დავუდგინეთ, რომ ისინი არიან მესამე დონეზე. სტრატეგიულ გეგმას შევუდგენთ და  დირექტორის პასუხისმგებლობა არის ეს. დირექტორმა მობილიზება უნდა გააკეთოს სასწავლო პროცესის ისე, რომ მომავალ წელს ისინი გადავიდნენ მეორე დონეზე. ამისთვის, სტრატეგიულ გეგმაში დასჭირდებათ მეტი თანხა, სკოლების დაფინანსებაც გადავა მიზნობრივ დაფინანსებაზე, სადაც უჭირს იქ დაიხარჯება თანხა“, - განაცხადა შუკაკიძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება