სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაცულია თუ არა უმაღლეს სასწავლებლებში რეკომენდაციები - ნუნუ მიცკევიჩი დათვალიერების შემდეგ კომენტარს აკეთებს
24-10-2020
-
+



საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან, ბექა ფერაძესთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო კონსერვატორიაში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დაესწრო და ადგილზე გაეცნო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.

19 ოქტომბრიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით, ტრადიციულ ფორმატში მიმდინარეობს. 

„უნივერსიტეტებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო. სტუდენტების, პროფესორებისა და ადმინისტრაციის მხრიდან გაზიარებულია პასუხისმგებლობა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ზედმიწევნით არის დაცული სანიტარული ნორმები და ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია საუნივერსიტეტო სივრცეებისთვის“ - აცხადებს ნუნუ მიცკევიჩი.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავა უსაფრთხოების რეკომენდაციები, რაც საუნივერსიტეტო სივრცეში პირბადეების ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვასა და თერმოსქრინინგის, ხელის სანიტაიზერებისა და დეზობარიერების გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს.

სასწავლო წლის დაწყებამდე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმდა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და იქნა გაცემული შესაბამისი ნებართვა სასწავლო პროცესის აუდიტორიებში წარმართვის თაობაზე. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად გაგრძელდება.

ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება 2020 წლის 19 ოქტომბრიდან დაიწყო.

თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის 19 ოქტომბრიდან პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით. უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.

უმაღლესი სასწავლებლები პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას სტუდენტებს თავად აწვდიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. გორში, თელავსა და ახალციხეში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლას ჩვეულ რეჟიმში, არადისტინციურად აგრძელებენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება