სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

გავაზის სკოლა ''ეტალონის'' ღონისძიებას ხალხმარავლობითა და ჩვეული ინტერესით დახვდა
20-10-2017
-
+


''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს ''ყვარლის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, კუჭატნის სკოლას ესტუმრა.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე ''ეტალონის'' შემოქმედებით გუნდი ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრსაც ეწვია. რესურცენტრის უფროსმა ქეთევან ჭიპაშვილმა ინტელექტ-ჩემპიონატის წამყვანს დაათვალიერებინა ყვარელში არსეული სკოლების ცხოვრების ამსახველი ფოტოები.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''ყვარლის ეტალონ მოსწავლე'' გიორგი საიქვაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.  

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გავაზის სკოლაში მიმდინარეობს. მასში ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ქეთევან ზაუტაშვილი, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''ყვარლის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

''ეტალონი'' 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.

































































კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება