სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონობა'' კახეთში - ჩურჩხელების ამოვლება და თოჯინების თეატრის წარმოდგენა კუჭატნის სკოლაში
20-10-2017
-
+


''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, კუჭატნის სკოლას ესტუმრა. 

სკოლამ ''ეტალონს'' საზეიმო დახვედრა მოუწყო. საგანგებოდ ამ დღისთვის ''თათარაობა'' გამართეს - ინტელექტ-შეჯობრის წამყვანისთვის ჩურჩხელები სპეციალურად ამოავლეს. ამ პროცესში გოჩა ტყეშელაშვილიც ჩაერთო.

თოჯინების თეატრი - კიდევ ერთი ღონისძიება, რომლითაც კუჭატნის სკოლამ ''ეტალონს'' უმასპინძლა. მოსწავლეებმა რწყილი და ჭიანჭველა დადგეს. 

ამის შემდეგ სპეციალურად ინტელექტ-ჩემპიონატისთვის მომზადებული ტორტი საზეიმო ვითარებაში დაჭრეს.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''ყვარლის ეტალონ მოსწავლეს'' გიორგი საიქვაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ''ეტალონის'' ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ამასთან, კუჭატნის სკოლას ''ეტალონის'' ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ქეთევან ზაუტაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი, სკოლის წარმომადგენლები - დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება