| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა ჯიშკარიანი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და ტესტებს წარმატებით გადის.
„მოგესალმებით. მე დიანა ჯიშკარიანი ვარ, აჭყვისთავის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე. მეც ერთ-ერთი პატარა ქართველი ვარ, რომლის ჰობია izrune.ge-ს ყველა დავალების შესრულება. მაინტერესებს ყველა შემეცნებითი და გასართობი ინფორმაცია, რაც სწავლას და სკოლას უკავშირდება. ძალიან მიყვარს კროსვორდები, ტესტები და ისტორიული ამბები, რაც ჩემი ქვეყნის წარსულსა და მომავალს ეხება. ჩემი ჰობია საინტერესო წიგნების კითხვა და იმ ინფორმაციის მოძიება, რომელიც სკოლასთან და სწავლასთანაა დაკავშირებული.ჩემი ერთ-ერთი ჰობი ხატვაც არის, რაც მეხმარება ჩემი ჩანაფიქრის სხვისთვის გაზიარებაში და ფურცელზე გადატანაში. ჩემი სურვილია: ვმონაწილეობდე ყველა მსგავს პროექტში, როგორიცაა izrune.ge. მეამაყება, რომ izrune.ge-ს ტესტებს ხალისით და მონდომებით ვასრულებ. მინდა, რომ ყველა ბავშვი მიზანდასახული და კმაყოფილი იყოს. მეამაყება პროექტი- izrune.ge, რომელიც ყველა ბავშვს ახარებს და აბედნიერებს. izrune.ge მეხმარება, რომ ვიყო უფრო კარგი და საუკეთესო მოსწავლე!“,-მიზანდასახული, ჭკვიანი და მოტივირებული დიანა თავის სიხარულს ასეთი თბილი ფორმით გვიზიარებს.
22 ოქტომბერს izrune.ge-ზე „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ სავარჯიშო ტესტის დღე იყო.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ