სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩვენ რომ ვაბარებინებთ იურიდიულზე 3600 სტუდენტს, 2900 არის განწირული, რომ ვერასდროს ისარგებლებს დიპლომით“ - კობახიძე კვოტების განსაზღვრაზე
14-02-2026
-
+


საქართველოს პრემიერ მინისტრის - ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში შრომის ბაზრის ანალიზი პირველად ჩატარდა, რაც უნივერსიტეტში მიღების კვოტების განსაზღვრის საფუძველი გახდა.

„რაც შეეხება - რატომ ჩავატარეთ შრომის ბაზრის ანალიზი, რაც არასდროს ჩატარებულა საქართველოში, ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებელობის აღდგენის შემდეგ - გვაქვს ასეთი მდგომარება, რომ ახალგაზრდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, ზოგი ამთავრებს ზოგი არ ამთავრებს, შემდეგ მათი ძალიან დიდი ნაწილი დიპლომის შესაბამისად არ საქმდება ანუ ვერ იყენებს საკუთარ უმაღლეს განათლებას, ეს არის საერთო მოცემულობა, რაზეც შედარებით ზედაპირული ინფორმაცია გვქონდა და ამას ჩავუღრმავდით“.

პრემიერის განცხადებით, პრობლემა თვალსაჩინოა როგორც იურისტების, ისე ექიმების მაგალითზე. მისი თქმით, საქართველოში დღეს დაახლოებით 20 000 ექიმია, რაც საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით ერთ-ერთ მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

„უამრავი იურისტია, რომელიც ამთავრებს სხვადასხვა უნივერსიტეტს საქართველოში და შემდეგ საქმდება სრულიად სხვა სექტორში და რა იწვევს ამას? და არის თუ არა იმის საჭიროება, რომ სახელმწიფომ ჩაატაროს შრომის ბაზრის ანალიზი? 

იგივე ეხება ექიმებს - საქართველოში დღეს არის 20 000 ექიმი, საერთაშორისო სტატისტიკას თუ შევხედავთ, ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსოფლიოში, თუ არ ვცდები, ოცეულში ვართ ამ მაჩვენებლით, რაოდენობა უკვე საკმაოდ მაღალია, როცა საუბარია 20 000 ექიმზე ეს ნიშნავს, რომ უხეშად სადღაც 40 წელზე რომ გადავიანგარიშოთ, რაც არის დასაქმებიდან საპენსიო ასაკამდე სტანდარტული პერიოდი, გამოდის რომ იმისათვის, რომ ჩვენ ჭარბი რაოდენობით ექიმები არ მივიღოთ ქვეყანაში, მიგრაციისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, 500-600 ექიმზე მეტი თუ გამოუშვა ჩვენმა სისტემამ ნიშნავს, რომ ახალგაზრების დიდი ნაწილი არის განწირული - თავსი დიპლომის მიხედვით ვერ დასაქმდება, ამიტომ არის საჭირო შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება, რომ მომავალი ექიმები არ გავწიროთ ან ემიგრაციისთვის ან იმისათვის, რომ დიპლომით ვერ იმუშავებს და ა.შ. არ მოუწევს სექტორის შეცვლა, ფუჭად არ დაიკარგება მათი განათლება“,- განაცხადა კობახიძემ. 

პრემიერის თქმით, სახელმწიფომ შეისწავლა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორი და განსაზღვრა რეალური მოთხოვნა იურისტებზე.

„ჩვენ შევისწავლეთ როგორც კერძო სექტორი, ასევე საჯარო სექტორი და დავადგინეთ რამდენი იურისტი სჭირდება ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის ხუთწლიან პერსპექტივაში, განისაზღვრა საჭიროებები და დადგინდა, რომ წლის განმავლობაში მოთხოვნა არის 700 იურისტის გამოშვებაზე.

700-ის ზევით ადამიანები არსებითად განწირული არიან იმისთვის, რომ ვერ დასაქმდებიან იურისტებად, მაშინ რატომ უნდა გამოუშვა ახალგაზრდები ან ემიგრაციისთვის უნდა გაწირო. აი რატომ იყო ამის გაკათება აუცილებელი და ძალიან დროული, ვიტყოდი დაგვიანებულიც.

საქართველოში გასული ხუთი წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, საშუალოდ, იურიდიულ ფაკულტეტებზე, უნივერსიტეტებში ირიცხებოდა 3600 სტუდენტი. სწავლას აქედან ამთავრებდა 2050 სტუდენტი, ეგ ცალკე პრობლემაა, მოთხოვნა კი არის 700. ეს ნიშნავს რას -   ჩვენ რომ ვაბარებინებთ 3600 სტუდენტს, ამ 3600-დან, სტატისტიკურად, 2900 არის განწირული, რომ ვერასდროს ისარგებლებს იურისტის დიპლომით“,- აღნიშნა კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართული დებატებისას. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება