სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისში 55 საბავშვო ბაღია დახურული
21-10-2020
-
+


თბილისში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო 55 საბავშვო ბაღია დახურული - აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო ავრცელებს. 

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ კოვიდ 19-ით ინფიცირების ფაქტების გამოვლენის შემდეგ დახურული საბავშვო ბაღების დირექტორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. კახაბერ გვანცელაძემ თითოეულ ბაღში გამოვლენილი შემთხვევის, დაინფიცირებულთა მდგომარეობისა და დახურული ბაღების გახსნის გეგმა-გრაფიკების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ასევე, საუბარი შეეხო 31 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების ჩასატარებლად ბაღების სამოქმედო გეგმებსა და ბაღების რამდენიმე დღით დახურვის საკითხს.

ამჟამად, თბილისში კოვიდ 19-ის ფაქტების გამოვლენის გამო 55 საბავშვო ბაღია დახურული. მათი გახსნა ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ არც ერთ შემთხვევაში ვირუსის შიდა გავრცელება არ მომხდარა“, - ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ასევე: თბილისში 104 საბავშვო ბაღი დაიხურება - რატომ არ იმუშავებს აღნიშნული დაწესებულებები რამდენიმე დღით?

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება