| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ თუ არა სკოლები და უნივერსიტეტები ეს ინდივიდუალურად განსახილველი საკითხებია.
„დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში არის ინდივიდუალური გადაწყვეტილების საგანი. სკოლის თუ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მსჯელობის საგანი. განხილული უნდა იყოს რა მასშტაბის დაზიანებაა ამა თუ იმ სკოლაში, თუ უნივერსიტეტში და შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება, როდის გადადიან ონლაინ სწავლებაზე, ფაკულტეტი გადადის დისტანციურზე თუ მთელი უნივერსიტეტი - ეს გახლავთ ინდივიდუალური გადაწყვეტილების საგანი. მიდგომა არის, რომ უნივერისტეტში სწავლა დაიწყო დისტანციურად, დასწრებითი სწავლა დაშვებული გახლავთ მხოლოდ ლაბორატორიული და პრაქტიკული სწავლების შემთხვევაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე შეიძლება თუ არა სწავლის გაგრძელება, როცა არ არის დაცული რეკომენდაციები? მისი თქმით, ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები აპროტესტებენ დასწრებით სწავლებას და დისტანციურზე გადასვლას მოითხოვენ, ამირან გამყრელიძე პასუხობს:
„უნივერსიტეტებში არის რეკომენდაცია, რომ უნდა გეკეთოს პირბადე, აუდიტორიაში დისტანცია უნდა იყოს მინიმუმ მეტრნახევარი მაინც, ასევე ხშირად უნდა განიავდეს ოთახები და ა.შ. ამასთან, არ შეიძლება ერთ აუდიტორიაში 50 სტუდენტზე მეტი. თუ ამ რეკომენდაციებს არ იცავს უნივერსიტეტი, მაშინ არ შეიძლება სწავლის გაგრძელება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა