სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელი კოვიდინფიცირებულის ოჯახში სტუმრობის შემდეგ, სკოლაში გამოცხადდა და ბავშვებთან სელფებიც გადაიღო
19-10-2020
-
+


კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა დღეს თითქოს აღარავის უკვირს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის, უფრო სწორად კი უპასუხისმგებლობის გამო, საკმაოდ მძიმე შედეგები დგება.

როგორც etaloni.ge-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, თბილისის N160 სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი გახდა სხვა მასწავლებლის ინფიცირების წყარო.

ანონიმური ზარის საშუალებით, შეგვატყობინეს, რომ თურმე წინა დღეს, ეს მასწავლებელი კოვიდინფიცირებულის ოჯახში მისულა, იქ კარგი ქართული, ტრადიციული სუფრა გაშლილა თავის განსხვავებულებით და დამშვიდობებისას „ჩახუტებებით“, მეორე დღეს კი პედაგოგი სკოლაში გამოცხადებულა; ჯერ სამასწავლებლოში შეუვლია, შემდეგ გაკვეთილები ჩაუტარებია და ბოლოს მოსწავლეებთან „სელფებიც“ გადაუღია.

შედეგად კი, ამ სკოლის კონკრეტული მასწავლებელი დაინფიცირდა. რისკ-ჯგუფის მიუხედავად, ეს ადამიანი კლინიკაში არ გადაიყვანეს, ხოლო ტელეფონით ოჯახის ექიმმა ანტიბიოტიკი დაუნიშნა, თუმცა არა კონკრეტული. როდესაც პედაგოგმა პრეპარატის დაკონკრეტება სთხოვა, ექიმმა უპასუხა, მე აქ 160 ლარს მიხდიან, კორონიანი პაციენტები თავზე მაყრია და ყველას სათითაოდ ვერ გამოგეკიდებით, რომელი ანტიბიოტიკიც ოდესღაც მიგიღია, ისევ ის დალიეო... ამ საკითხის მეტად განვრცობას ახლა არ ვაპირებთ და ეს ცალკე საუბრის თემაა;

ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად სკოლას, ინფორმაციის დასაზუსტებლად დირექტორს, დინარი ფიფიას დავუკავშირდით, რომელმაც პედაგოგების ინფიცირების ფაქტი კატეგორიულად უარყო და მხოლოდ ის დაადასტურა, რომ N160 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები დისტანციურად სწავლობენ.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებისგან თავს შეგნებულად შევიკავებ, მაგრამ საკითხავია - სადაა მათი შეგნება, ვისაც წესით ეს ყველაზე მეტად მოეთხოვება?!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია

ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე

მშობლებს უფლება მიეცათ, სხვაგან დაამზადონ სასკოლო ფორმა - რომელი მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავლეებს გადაეცემათ უფასოდ სამოსი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება