სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოდიაქოს ერთი ნიშანი, რომლისთვისაც ოცნებების ასრულების დრო იწყება - ქალწულისა და თევზების გარდა, კიდევ ვისთვის იქნება ეს კვირა საუკეთესო? 
19-10-2020
-
+


22 ოქტომბრიდან დედამიწა დადებით ენერგო ველში შედის და ძალიან კარგი პერიოდი იწყება - აცხადებს მიხეილ ცაგარელი. 

დღეს ყველანაირი მოლაპარაკებები გადადეთ. ხვალ არასწორი მოქმედების ალბათობა მაღალია, ზეგ კი აკონტროლეთ ემოციები. ხუთშაბათი და პარასკევი არის ძალიან პოზიტიური დღეები. შაბათიდან კი ახალი ფურცლიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ცხოვრება. ამასთან, ერთი თვე ვიქნებით მორიელის კონტროლის ქვეშ და ჩვენში მოიმატებს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. 

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: კარგი კვირა გაქვთ, ილუზიებისგან და დამთრგუნველი ურთიერთობებისგან გათავისუფლებას შეძლებთ. საინტერესო იდეებს და პროექტებს განახორციელებთ. თუმცა გირჩევთ, რომ 22 ოქტომბრიდან დაიწყეთ მოქმედება. 

კურო: ცოტა ფრთხილად იყავით 22 ოქტომბრამდე. შემდეგ უკვე კარგი პერიოდი გეწყებათ. მოგემატებათ ქარიზმა, თანადგომას იგრძნოთ ახლობლებისგან, გავლენიანი ადამიანებისგან კი ინტერესი, რას შემდეგ წარმატებას მოგიტანთ. 

ტყუპები: ძალიან პასუხისმგებლობიანი და სერიოზული ხდებით, კოლეგებისგან თანადგომას იგრძნობთ. ფინანსური, პროფესიული და პირადული კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და უნდა გამოიყენოთ. 

კირჩხიბი: ილუზიებს არ აჰყვეთ და თავს ნუ მოიტყუებთ. იმუნიტეტი გიძლიერდებათ, ინტუიციაც გემატებათ. ქარიზმა და მიზიდულობა გემატებათ საწინააღმდეგო სქესის მხრიდან. ფინანსური კუთხითაც უმჯობესდება სიტუაცია. 

ლომი: მშვიდი და უკეთესი პერიოდი გეწყებათ. ურთიერთგაგება გიმარტივდებათ. ახალი იდეების რეალიზებას შეძლებთ, სასიყვარულო ურთიერთობებისთვისაც კარგი დროა. პოზიტიური შესაძლებლობები გაქვთ. 

ქალწული: ერთ-ერთი ძლიერი ნიშანი ხართ ამ კვირაში. კაპიტალდაბანდება შეგიძლიათ ახალ პროექტებში, ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლასაც წარმატებით შეძლებთ. ყველაფერი კარგად გამოგდით - პირადი და საქმიანი კუთხით საუკეთესო კვირა გაქვთ და აქტიურად უნდა გამოიყენოთ. 

სასწორი: ეფექტური კვირა გაქვთ. დიპლომატიური ხართ და საზოგადოებას იზიდავთ, ფინანსური, პროფესიული და პირადი ურთიერთობებისთვის კარგი დროა. 

მორიელი: კვირის პირველ ნახევარში ფრთხილად იყავით, ჯერ კიდევ უარყოფითი გავლენა იქნება. შემდეგ კი თქვენი დრო მოდის. მოემზადეთ, შეიძლება ახალი თანამდებობის ან საინტერესო წინადადების წინაშე დადგეთ. თქვენი ოცნებების განხორციელების დრო მოდის.  

მშვილდოსანი: კარგი პერიოდია თქვენთვის, ყველაფრის მოწესრიგების კვირა გაქვთ. ახალი პროექტების დაწყებისთვის შეგიძლიათ ეს დრო გამოიყენოთ. 

თხის რქა: 19-22 ოქტომბერი ფრთხილად გაიარეთ, შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდი გაქვთ. საინტერესო წინადადებები შეიძლება მიიღოთ, თუმცა მათ პასუხი 22 ოქტომბრის შედეგ უნდა გასცეთ. სხვა შემთხვევაში შეიძლება შეცდომა დაუშვათ. 

მერწყული: კარგი პერიოდი გაქვთ, საინტერესო იდეები განხორციელება შეგიძლიათ, ახლობლების თანადგომასაც იგრძნობთ. ბევრი ადამიანისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ, წარმატების საწინდარი იქნება. 

თევზები: თქვენი განწყობა უმჯობესდება, 22 ოქტომბრიდან კი წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. ეს კი ხელს შეუწყობს შემოქმედებით წინსვლას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება