სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კორონავირუსი 2 სკოლაში - ინფიცირებულ პედაგოგთან კონტაქტში მყოფები თვითიზოლაციაში არიან, თანამშრომლების მასობრივი ტესტირება დაიწყება
19-10-2020
-
+


თელავის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც 850 მოსწავლე სწავლობს, ასევე მეფე ერეკლე II-ის სახელობის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება სკოლებში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ მიიღეს. 

როგორც კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მასწავლებელთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია, ხოლო თანამშრომლების მასობრივი ტესტირება ცოტა ხანში დაიწყება.

შიოშვილმა არ გამორიცხა, რომ თელავში კიდევ ერთი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს, რადგან ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

„მშობლებმა თავისი ინიციატივით დღეს გერმანულ სკოლაში არ მიიყვანეს შვილები, თუმცა სწავლა იქ დღეს განახლდა და სასწავლო პროცესის სკოლაში გაგრძელება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე. კვლევების შემდეგ,თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ, გერმანული სკოლაც გადავა დისტანციურ სწავლებაზე. რაც შეეხება პირველ საჯარო სკოლას, პედაგოგების ტესტირებას ჩაატარებენ და მათი რეკომენდაციების საფუძველზე გახდება ცნობილი, სკოლაში როდის განახლდება სასწავლო პროცესი. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლებიდან, მოსწავლის ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება“, - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

ამასთან, რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, კახეთში თელავის, გურჯაანის, ყვარლის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით შეწყდა გუნდური ტიპის კლასგარეშე წრეების ფუნქციონირება, როგორიცაა: ქორეოგრაფიული, სპორტული და მუსიკალური წრეები.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 150-ზე მეტია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება