სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს - ინფექცია ​ფოთის მესამე საჯარო სკოლაში გამოვლინდა
13-10-2020
-
+


ფოთის მესამე საჯარო სკოლის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის დიაგნოზი სკოლის ექიმსაც დაუსვეს.

ფოთის მესამე სკოლა ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

„9 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კოვიდინფექცია, რის გამოც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური მაშინვე ჩაერთო საქმეში. მოხდა სკოლის სრული დეზინფექცია და კონტაქტების მოძიება. დღეს კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდინფექცია და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. სკოლა ორშაბათიდან ერთი კვირის განმავლობაში ისწავლის დისტანციური ფორმით, ხოლო კვირის ბოლოს, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, სამინისტროსთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, დისტანციური სწავლების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე სკოლის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები იქნებიან ინფორმირებული“, - განაცხადა ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, გოჩა ქორქიამ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება